წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
171. ვინც შეურაცხყოფისა და შერხვენის შიშით ადამიანებს ებრძვის, ამგვარი ვინმე ან აქვე უჭარბესად მიიღებს შეურაცხყოფას მოსაწევართა მიერ, ან კიდევ მომავალ საუკუნეში დაისჯება შეუბრალებლად.
170. არც უკეთური გულისზრახვები მიზეზების გარეშე, არცთუ მიზეზები გულისზრახვათა გარეშე არ დაუძლევია ოდესმე მათთან მებრძოლს ვისმე. მართლაც, როდესაც განცალკევებით განვიშორებთ ერთ რომელიმეს, სულ ცოტა ხანში მეორის მიერ კვლავაც ორივე მათ... იხილეთ სრულად
169. ვინც ჭეშმარიტების გამო ირჩევს გვემულებასა და უპატიობას, სამოციქულო გზით მიდის, აღებული აქვს რა ჯვარი და შემოდებული აქვს რა ჯაჭვი (მთ. 16.24; საქ. 28.20), ხოლო ვინც ამათ გარეშე ცდილობს მიაყურადოს თავის გულს, ცდება გონებით და ვ... იხილეთ სრულად
168. ვინც ამჟამინდელ შეჭირვებებს სამერმისო სიკეთეთა მოლოდინით იწყნარებს, ჭეშმარიტი ცოდნა ჰქონია მას მოპოვებული, ამგვარი ვინმე კი ადვილად გათავისუფლდება მრისხანებისა და სევდისაგან.
167. ლოცვის მცნების უგულებელმყოფელს უფრო დაუშვებელი ურჩობანი ისაკუთრებენ, რადგან ერთი მეორეს გადასცემს მას როგორც ბორკილდებულს.
166. კარგია ძირითადი მცნების დაცვა და არა ცალკეულად ზრუნვა-წუხილი, ანთუ ცალკეულად ლოცვა, არამედ მხოლოდ ძიება სასუფევლისა და ღვთის სიტყვისა (მთ. 6.33)(იგულისხმება, რომ ყველა ის ძირითადი მცნება, რაც წმინდა წერილმა მოგვცა, უნდა დავიც... იხილეთ სრულად
165. ღვთისმოყვარე მსმენელი ორივე მხრივ იღებს სარგებელს, რადგან, ერთი მხრივ, კეთილთა გამო შექებული უფრო მეტად მონდომებული ხდება, მეორე მხრივ კი, უკეთურებათა გამო მხილებული აუცილებლობას გრძნობს სინანულისას. ამასთან, გვმართებს ჩვენ, ... იხილეთ სრულად
163. როდესაც ნახავ ორ უკეთურს, რომლებსაც ურთიერთისადმი სიყვარული აქვთ, უწყოდე, რომ ისინი ერთიმეორეს შეეწევიან მათთვის სასურველში.
162. ვინც არ უსადაგებს თავის ნებას ღმერთს, ბრკოლდება იგი საკუთარ საქმეებში და მტრების ხელში ვარდება.