წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

181. რომლებისგანაც არ გაქვს აღსარება მორჩილებისა, ნუ შეეპაექრები მათ, როდესაც უპირისპირდებიან ჭეშმარიტებას, რათა არ აღძრა მძულვარება, თანახმად წერილისა (იგავ. 9.8). რომლებისგანაც არ გაქვს აღსარება მორჩილებისა

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

180. მართლად მეტყველსაც მართებს, რომ, ასე ვთქვათ, ღვთისგან მიღოს სიტყვები, რადგან ჭეშმარიტება მეტყველისა კი არ არის, არამედ შემწევნელი ღვთისა. მართლად მეტყველსაც მართებს, რომ, ასე ვთქვათ

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

179. მრავლობით რიცხვში რაც ითქმის, ყველასთვის სასარგებლოა, რადგან თითოეულს თავისი კუთვნილი გაეცხადება შესაბამისად სინდისისა. მრავლობით რიცხვში რაც ითქმის, ყველასთვის

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: მხილება

178. ვინც შენს მორჩილებაში არ არის, პირისპირ ნუ წარმოუჩენ მის ცთომილებას, რადგან ამგვარი რამ უფრო უფლებამოსილების საქმეა, ვიდრე შეგონებისა. ვინც შენს მორჩილებაში არ არის, პირისპირ ნუ

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

177. განმარტების ჟამს ნუ დაფარავ იმას, რაც დამსწრეთათვის დატევნადია, და მათთვის შესაფერისი უცხადესად გადმოეცი, ხოლო ძნელად აღსაქმელი – მინიშნებითად. განმარტების ჟამს ნუ დაფარავ იმას, რაც

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

176. როდესაც წილად გხვდება ასწავლო უფლის შესახებ, არ გისმენენ კი, შეიჭირვე გონებით, მაგრამ გარეგნულად მშფოთვარებას ნუ მიეცემი, რადგან შეიჭირვებ რა, ამის გამო არ დაიგმობი იმასთან ერთად, ვინც არ გისმენს, მაგრამ მშფოთვარებას თუ მიეცე... იხილეთ სრულად

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

175. საგანთა ცოდნა სასარგებლოა ადამიანისთვის განსაცდელისა და მოწყინების ჟამს, მაგრამ ამავე ცოდნას ლოცვის ჟამს ზიანის მოტანა სჩვევია. საგანთა ცოდნა სასარგებლოა ადამიანისთვის

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

174. თუკი ოდესმე ჰპოვებ წმინდა ლოცვის ზღუდემოვლებულ ადგილს, ნუ შეიწყარებ მტრის მიერ სწორედ ამ დროს აღძრულ ცოდნას საგანთა შესახებ, რომ არ დაკარგო უფრო მეტი, რადგან უმჯობესია, რომ ლოცვის ისრებით განგმირო მტერი, სადღაც ქვევით ჩაკეტილ... იხილეთ სრულად

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

173. როდესაც ხედავს ეშმაკი ადამიანს, აუცილებლობის გარეშე ხორციელი სურვილებით დაკავებულს, უპირველესად სტაცებს მას ცოდნის მონაპოვარს, შემდეგ კი ღვთისადმი სასოებას, როგორც თავს, კვეთს მისგან. როდესაც ხედავს ეშმაკი ადამიანს, აუცილებლობის

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

172. ვისაც სურს დახშოს ყველა ცუდი მოსაწევარი, ვალდებულია, რომ ლოცვის მიერ ღმერთს შეაწყნაროს თავის საქმენი და გონითად მისდამი სასოებას ინარჩუნებდეს, ხოლო გრძნობადთა გამო ზრუნვას ძალისამებრ მოიძაგებდეს. ვისაც სურს დახშოს ყველა ცუდი მოსაწევარი

link

წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |

1