წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
147. ვინც გულისხმაყოფს წმინდა პავლესგან საიდუმლოდ თქმულს, რომ, როგორც ამბობს, ჩვენი ბრძოლა მიმართულია უკეთურების სულთა წინააღმდეგ (ეფეს. 6.12), ამგვარი ვინმე შეიცნობს უფლის იგავსაც, რაც უფალმა თქვა სწორედ იმაზე, რომ გვმართებს მუდა... იხილეთ სრულად
146. თუ გსურს ცხონება და ჭეშმარიტების შემეცნებამდე მისვლა (I ტმ. 2.4), ეცადე ყოვლითურთ აღემატო გრძნობადს და მხოლოდღა სასოების მიერ შეეტკბო ღმერთს, რადგან ამ სახით შენდა უნებურად ამა სოფლისგან მიდრეკილი ჰპოვებ იმათ, თავდასხმების გზ... იხილეთ სრულად
145. საგანთა ცოდნა მცნებათა აღსრულების შესაბამისად შეგვეძინება, ხოლო ჭეშმარიტების შემეცნება – თანაშეზომილად ქრისტესადმი სასოებისა.
144. სხვა არის ცოდნა საგანთა შესახებ და სხვა – შემეცნება ჭეშმარიტებისა. რამდენადაც მთვარეს აღემატება მზე, იმდენად უფრო სასარგებლოა პირველთან შედარებით მეორე.
143. ნუ იტყვი, როგორ უნდა ავლენდეს ღარიბი გემოთმოყვარეობას, როდესაც საამისო საშუალება არა ქვს. საქმე ისაა, რომ შესაძლებელია კიდევ მეტი უბადრუკებით გემოთმოყვარეობდეს ვინმე თავის გულისზრახვებში.
142. ვისაც სწამს სამერმისო სიკეთენი, აქაურ სიამეებს განუკითხველად განუდგება, ხოლო ვინც ურწმუნოა, სიამეთმოყვარეა იგი და უვნებო.
141. გეჰენიის შიში და სასუფევლისადმი ტრფობა გვანიჭებს ჩვენ სამწუხაროთა დათმენის ძალას, თუმცა ეს გვეძლევა არა ჩვენი თავისგან, არამედ მისგან, ვინც უწყის ჩვენეული გულისზრახვები.
140. ერთნი მცნებათა აღსრულებისას მოელიან, რომ ამას დაუდებენ სასწორის მეორე მხარეს საკუთარ ცოდვებს, სხვანი კი ამ გზით ჩვენი ცოდვებისთვის მკვდარ უფალს იმადლიერებენ. საძიებელია, ამათგან რომელს აქვს მართებული აზროვნება.
139. არანებაყოფლობით სატკივრებში ღვთის წყალობა იფარება, რადგან სინანულისკენ იზიდავს ტკივილში მყოფს და ათავისუფლებს მას საუკუნო სატანჯველისგან.
138. ცუდმედიდობა, ვერცხლისმოყვარეობა და გემოთმოყვარეობა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ შეუბღალავი დარჩეს კეთილი საქმე, თუკი პირველ რიგში მათ არ დასცემს ღვთის შიში.