წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
66. თუკი შეიცნობ, რომ, თანახმად წერილისა, მთელ ქვეყანაზეა ღვთის სამართალნი (I ნეშტთა 16.14; ფს. 104.7), ყველა შემთხვევა ღვთისმცოდნეობის მასწავლებლად გაგიხდება შენ.
65. ვინც აღმოაჩინა, რომ გარეგანი შემთხვევები ღვთის სამართლიანობის შესაბამისად მოიწია მასზე, ამგვარ ვინმეს უფლის ძიებისას მოუპოვებია ცოდნაც სამართლიანობითურთ (შდრ. იგავ. 16.8).
64. ვინც მცნებათა აღსრულების უწინარეს ეძიებს სულიწმინდის მოქმედებებს, ამგვარი ვინმე ჰგავს ფულზე ნაყიდ მონას, რომელიც ყიდვისთანავე იმას ეძიებს, რომ მისთვის გადახდილ თანხასთან ერთად თავისუფლებაც გამოუწერონ მას.
63. კიდევ, დაფარულია იგი (სულიწმინდის მადლი) მოყვასის შეგონებებში, ზოგჯერ კი კითხვისას მოედევნება აზრს და ბუნებრივი კანონზომიერების შესაბამისად თავის ჭეშმარიტებაში განსწავლის გონებას. ამიტომ, თუ არც ამ ნაწილობრივი კანონზომიერების ... იხილეთ სრულად
62. იგი (მადლი) უპირველესად ღვთისმშვენად აღადგენს სინდისს, რითაც ბოროტმოქმედნიც კი, შეინანეს რა, ღმერთს ესათნოვნენ.
61. მადლი ქრისტეს მიერ ნათელღებულებს საიდუმლოდ ენიჭებათ, მოქმედებს კი ეს მადლი მცნებათა აღსრულების შესაბამისად. ამიტომ, ერთი მხრივ, მადლი არ წყვეტს ფარულად შეწევნას ჩვენსას, მეროე მხრივ კი ჩვენზეა დამოკიდებული ძალისამებრ სიკეთის ქ... იხილეთ სრულად
60. ისინი, რომლებიც საკუთარი არჩევანით სიამეებს ექვემდებარებიან, მუდამჟამს უარს ამბობენ შესაძლებელზე როგორც შეუწევნელზე.
59. მავანნი ამბობენ, რომ არ ძალგივძს სიკეთის კეთება, თუ ქმედითად არ მივიღებთ სულიწმინდის მადლს.