წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

190. ნუ იტყვი: "აღვასრულე მცნებანი, მაგრამ ვერ ვპოვე უფალი", რადგან "მრავალგზის გიპოვია შენ, - თანახმად წერილისა, - ცოდნა სამართლიანობასთან ერთად, ხოლო ვინც მართლად ეძიებს მას, მშვიდობას ჰპოვებს". ნუ იტყვი: აღვასრულე მცნებანი, მაგრამ ვერ

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

189. უფალი თავის მცნებებშია დაფარული და მის მაძიებლებს თანაშეზომილად აღმოუჩნდება. უფალი თავის მცნებებშია დაფარული და მის

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

188. ვისაც ლოცვისა და განსაცდელთა დათმენის გარეშე სურს გამარჯვება, არათუ უკუაგდებს იგი ამ განსაცდელთ, არამედ კიდევ მეტად ეხვევა მათში. ვისაც ლოცვისა და განსაცდელთა დათმენის გარეშე

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

187. ღვთის ნების მცოდნე და, ძალისამებრ, მისი მოქმედი მცირედი სიძნელეებით უდიდესთ განერიდება. ღვთის ნების მცოდნე და, ძალისამებრ, მისი

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

186. ვინც ნებსით არ იტვირთავს სიძნელეებს ჭეშმარიტების გამო, არანებსითი სიძნელეებით უმტანჯველესად განისწავლება. ვინც ნებსით არ იტვირთავს სიძნელეებს

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: სინდისი

185. სინდისი ესაა ბუნებითი წიგნი. ვინც საქმიანად კითხულობს მას, საღვთო შეწევნის გამოცდილებას იღებს. სინდისი ესაა ბუნებითი წიგნი. ვინც საქმიანად

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: სინდისი

184. ვინც სინდისს თვალს ვერ უსწორებს (ე.ი. ვინც სინდისის ჭვრეტაში მტკიცე ვერ არის), ვერც სხეულებრივ სიძნელეებს დაითმენს კეთილმსახურების გამო. ვინც სინდისს თვალს ვერ უსწორებს (ე.ი.

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: გული

183. ღმერთი საქმეებს განზრახულებათა შესაბამისად სჯის, რადგან "მოგცესა შენ, - ამბობს, - უფალმა შენი გულისებრ" (ფს.19.5). ღმერთი საქმეებს განზრახულებათა შესაბამისად

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: ბოროტება

182. არის ბოროტება, გულისმიერად რომ გვიპყრობს ხანგრძლივი ცრურწმენის შედეგად, და არის ბოროტება, აზრისმიერად რომ გვებრძვის ყოველდღიური საქმეების გზით. არის ბოროტება, გულისმიერად რომ გვიპყრობს

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

181. თუმცა გონების გამყარებული წარმოსახვები უფრო მეტად უკეთურია და უფრო მეტად მბრძანებულური, მაგრამ აზრისმიერნი (წარმოსახვები) არიან მათი მიზეზები და წინამძღვრები. თუმცა გონების გამყარებული წარმოსახვები უფრო

link

წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |

1