წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
169. ბოროტების სათავეში შესულმა არ თქვა, რომ ვერანაირად ვერ დაგძლევს იგი, რადგან რა ზომამდეც შედიხარ, იმ ზომამდე ძლეულიც ხარ უკვე.
168. არსებობს ადამიანი, რომელიც გარეგნულად მცნებებს ასრულებს, მაგრამ ვნებებსაა დამონებული და უკეთურ გულისზრახვათა შედეგად კეთილ საქმეს აუფასურებს.
167. გულისზრახვებს მიდევნებული ბრმავდება მათგან და თუმცა ცოდვის მოქმედებებს ხედავს, მათი მიზეზების განჭვრეტა არ ძალუძს.
166. რაჟამს გონება განუდგება სხეულებრივ საწუხართ, ამის შესაბამისად ხედავს იგი მტერთა მზაკვრულ ქმედებებს.
165. ვინც ამბობს, რომ ეშმაკის ყველა მზაკვრობა იცის, არ იცის რა, თავისთავს სრულქმნილად წარმოაჩენს.
164. განაშორე შენი აზრი ყოველგვარ ანგარებას და მაშინ შეძლებ დაინახო ეშმაკის მზაკვრობანი.
163. ილოცე, რომ არ მოიწიოს შენზე განსაცდელი (მთ. 6.13), მაგრამ მოწევნილი შეიწყნარე როგორც შენეული და არა უცხო.
162. გონებაში მყოფობდე და არ გაიტანჯები განსაცდელთაგან. ხოლო იქიდან განშორებულმა დაითმინე მოსაწევარნი.
161. როდესაც გული ვნებულია სიამით, აღმოცენდება დამაწყლულებელი გულისზრახვები და სიტყვები, და კვამლისგან შიგნითმდებარე ნივთს შევიცნობთ.