წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
159. გულისზრახვათა უთანაბრობა თვით საკუთარი გულისზრახვების ცვლილებათა მომტანია, რადგან ღმერთმა ნებაყოფლობით მოვლენებს თანაშებუნებებითად განუყო არანებაყოფლობითნი.
158. სიკეთეთა და ბოროტებათა ურთიერთშეწმასნილობა თანაბარზომიერი გულისზრახვით შეიწყნარე. აი, ასე ამხობს ღმერთი საქმეთა არათანაბარზომიერებას.
157. ყველა სიკეთე უფლისგან მომდინარეობს განგებულებითად და მათი მატარებელნი სიკეთეთა მსახურები არიან.
156. რაჟამს ხორციელი საბოძვარის გამო შეაქებ ადამიანს, როგორც კეთილს ღვთის გარეშე (ე.ი ისე თითქოს ეს ადამიანი კეთილი და სიკეთის მოქმედი იყოს თავისთავად და არა საღვთო მადლის შედეგად), ეს ადამიანი შემდეში უკეთური გამოჩნდება შენთვის.
155. ამჟამინდელი შეჭირვებანი წინდაწინვე თანაშეუნაცვლე სამერმისო სიკეთეებს და აღარასოდეს მოასუსტებს შენს შემართებას უზრუნველობა (ე.ი. შეცოდება, დაუდევრობა)
153. თუ ვინმე ფუჭადმეტყველ ადამიანებში მოხვდება, თავისი თავი ჩათვალოს დამნაშავედ ამგვარ ფუჭსიტყვაობათა გამო თუმცა, შესაძლოა, არა ამჟამინდელი, არამედ ძველი ვალებიდან გამომდინარე (იგულისხმება, რომ ეს ადამიანი ძველად თვითონაც ამგვარი... იხილეთ სრულად
152. თუკი უკეთურ სიტყვებს შეიტკბილხმოვანებ, ამის გამო საკუთარ თავს განურისხდი და არა იმას, ვინც მათ წარმოთქვამს, რადგან სწორედ უკეთური სმენა განიკუთვნებს უკეთურ მაცნეს.
151. ნუ გსურს უცხო უკეთურებათა მოსმენა, რადგან ამგვარი სურვილის შედეგად ხსენებულ უკეთურებათა აღბეჭდილობანი ჩვენშიც შთაისახება.