წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
140. სადაც იყო გულისზრახვის წარმოსახვები, იქ შედგა თანხმობა, რადგან "უსახო აღძრულობა", ესაა უმიზეზო კვეთება (ე.ი. არა უშუალოდ საკუთარი თავის მიზეზით გამოწვეული ცოდვისმიერი აღძრულობა. რაც შეეხება "თანხმობას", იგი გულისხმობს ადამიან... იხილეთ სრულად
139. კვეთება ესაა გულის უსახო აღძრულობა, გამოცდილთაგან გასაღების მსგავსად წინდაწინვე ხელთგდებული (ე.ი. არა საკუთარი წარმოსახვების მიზეზით აღძრული შემოტევა ცოდვისმიერი გულისზრახვისა, არამედ გარეგანი მიზეზებისგან, უკეთური ძალისგან გ... იხილეთ სრულად
138. აკვიატება ესაა წინარე ბოროტებათა უნებლიე ხსოვნა, რაც მოასპარეზეებში ვნებამდე მიღწევას ვერ ახერხებს, გამარჯვებულებში კი ნადგურდება ვიდრე კვეთებამდე.
137. როდესაც გონებისგან განვიგდებთ ყოველგვარ ნებაყოფლობით ბოროტებას, მაშინღა შევებრძოლებით აკვიატებულ ვნებებს.
136. ქებით თუ გასულდიდდები, მოელოდე შერცხვენას, რადგან თქმულია: „ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება“ (მთ.23.12, ლკ. 14.11).
135. მოგიზგიზე ცეცხლია ცოდვა. რამდენსაც გამოაკლებ მას ნივთს, იმდენსვე დაიკლებს იგი და რამდენსაც დაურთავ, შესაბამისადვე აგიზგიზდება.
134. გუსისხმაჰყავი, რომ თორმეტია უპატიობის ვნება. თუ ერთ მათგანსაც კი ნებსით შეიყვარებ, დანარჩენი თერთმეტის ადგილსაც ის შეავსებს.
133. მოასპარეზე ყველაფრისგან თავშეზღუდულია (I კორ. 9.25) და არ დაცხრება იგი, ვიდრე არ მოსპობს უფალი ბაბილონის თესლს (ეს. 14.22; იერ.27.16).
131. უმჯობესია ღვთისმოშიშებით ვლოცულობდეთ მოყვასისათვის, ვიდრე ვამხილებდეთ მას მისი ყოველი ცოდვის გამო.