წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
119. ცხადად ცუდის გამკეთებელზე უარესია ფარულად ბოროტების ჩამდენი. ამიტომაც, უარესად ისჯება იგი.
118. შეცოდებისას დაადანაშაულე არა საქმე, არამედ აზრი, რადგან გონება რომ წინამორბედი არ ყოფილიყო, არც სხეული მიჰყვებოდა მას.
117. არის რა განსაზღვრული რამ ჟამი თესვასა და მკას შორის, ამის გამო ურწმუნოება როდი გვმართებს ნაცვალგებისა (უფლისმიერი საზღაურისა).
116. ნებაყოფლობით ცუდის დამთესი ძალაუნებურად ამასვე მოიმკის, რის გამოც გვმართებს გვიკვირდეს ღვთის სამართლიანობა.
115. თუ არ გსურს ცუდი შეგემთხვეს, ნურც ცუდის გაკეთება გსურს, რადგან ამ უკანასკნელს გარდაუვალად მოჰყვება პირველი. მართლაც, ვინც რას დათესავს, იმასვე მოიმკის (გალ. 6.7).
114. ისევე როგორც ცუდადმჭამელებს (მადადაკარგულებს) მწარე აბზინდა რგებს, ასევე რგებს ცუდი ზნის ადამიანებს ცუდის განცდა, რადგან პირველთ აჯანმრთელებს, ამ უკანასკნელთ კი სინანულისთვის განამზადებს ხსენებული წამლობანი.
113. როდესაც ვინმესგან ზიანდები, იგინები ან იდევნები, ამჟამინდელს ნუკი განსჯი, სამომავლოს ელოდე და აღმოაჩინე, რომ რაც შეგემთხვა, დიდი სიკეთეების მომნიჭებელი გახდა შენთვის არა მხოლოდ ამჟამინდელ, არამედ სამერმისო საუკუნეშიც.
112. გონიერად მლოცველი მოსაწევართა (განსაცდელთა) დამთმენია, ხოლო ავმეხსიერს ჯერაც არ ულოცია სიწმინდით.
111. თუკი ვინმე ცხადად მცოდველმა და უნანელმა ვიდრე სიკვდილამდე არარა ივნო, გჯეროდეს, რომ უმოწყალო იქნება მისდამი მსჯავრი.