წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: ქება

94. სამარცხვინო გულისთქმის ძირია კაცობრივი ქება, ისევე როგორც გონებასიმრთელისა – ბოროტებაში მამხილებლობა, ამასთან არა მხოლოდ მოსმენა მხილებისა, არამედ მისი შეწყნარებაც. სამარცხვინო გულისთქმის ძირია კაცობრივი ქება

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: ცოდვა

93. მცირე შეცოდებებს ეშმაკი აუბრალოებს, რადგან სხვა გზით უფრო დიდი ცოდვებისკენ ჩვენს წაყვანას ვერ შეძლებს იგი. მცირე შეცოდებებს ეშმაკი აუბრალოებს, რადგან

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

92. ბოროტებანი ერთიმეორისგან გამომდინარე იკრებენ ძალას. მსგავსადვე, სიკეთეებიც ურთიერთის მიერ იზრდებიან და მათთან წილმქონეს უფრო და უფრო წინ მიასწრაფებენ ბოროტებანი ერთიმეორისგან გამომდინარე იკრებენ

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: სინანული

91. მოსაწევართა მიმართ ბევრ ვინმეს ბევრი რამ საწინააღმდეგო უმოქმედია, მაგრამ ლოცვისა და სინანულის გარეშე ვერავინ განრიდებია უბედურებას. მოსაწევართა მიმართ ბევრ ვინმეს ბევრი რამ

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: გონება

90. იცის მტერმა სულიერი რჯულის მოთხოვნილება და ეძიებს მარტოოდენ გონებისეულ (მხოლოდ გონებით და არა საქმით) თანხმობას, რადგან სწორედ ამ სახით იგი ან სინანულის შრომათა მოვალედ გახდის მისდამი დაქვემდებარებულს, ან კიდევ, თუ არ შეინანებ... იხილეთ სრულად

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

89. როდესაც ნახავ, რომ ადამიანურ დიდებას შთაგაგონებს გულისზრახვა, ცხადად უწყოდე, რომ ამით შერცხვენას გიმზადებს შენ იგი. როდესაც ნახავ, რომ ადამიანურ დიდებას

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

88. დაუდევრობის გამო არასოდეს დატოვო უყურადღებოდ გულისზრახვები, რადგან არც ერთი აზრი არ დაეფარება ღმერთს. დაუდევრობის გამო არასოდეს დატოვო უყურადღებოდ

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

87. ვინც მცნებას აღასრულებს, ამის გამო განსაცდელს უნდა მოელოდეს რადგან ქრისტესადმი სიყვარული საწინააღმდეგოთაგან გამოიცდება. ვინც მცნებას აღასრულებს, ამის გამო განსაცდელს

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

86. ღვთის წინაშე ყველა აზრს თავისი ზომა აქვს და წონა, რადგან ერთი და იგივეა ვნებათად თუ ცალმხრივად აზროვნება ღვთის წინაშე ყველა აზრს თავისი ზომა აქვს და

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

85. ვინც უგულებელყოფს საქმეს და ლიტონ ცოდნას ეყრდნობა, ორლესული მახვილის ნაცვლად, „ლერწმის კვერთხი“ უპყრია მას, რაც ბრძოლის ჟამს, წერილის თანახმად, გაუჭრის ხელს და, შეაღწევს რა შიგ, ამპარტავნების შხამს ჩაუღვრის მას მტრების წინაშე. ვინც უგულებელყოფს საქმეს და ლიტონ ცოდნას

link

წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |

1