წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
84. საღვთო წერილის სიტყვები საქმეთა მიერ აღმოიკითხე და ნუ იქნები ვრცლადმეტყველი მარტივთა მიმართ, შემეცნებებით მოამპარტავნე.
83. ნუ იტყვი, რომ არ იცი ის, რაც საჭიროა, და ამიტომაც, არ აკეთებ რა მას, თითქოს უდანაშაულო ხარ, რადგან რაც კი კარგი იცი, ისინი რომ გეკეთებინა, სხვა დანარჩენიც გაგეცხადებოდა შენ, შეიცნობდი რა ერთისგან მეორეს, მსგავსად ოთახებისა (რო... იხილეთ სრულად
82. არას ავნებს სიტყვათა უცოდინრობა იმას, ვინც უაღრესად ღვთისმოსავია, ისევე როგორც სიბრძნე სიტყვისა – იმას, ვინც გონებამდაბალია.
81. მართლაც, ისევე როგორც სხვაა სიბრძნე სიტყვისა და სხვა – გონივრულობა, ასევე სხვაა უსწავლელობა სიტყვისა და სხვა – უგუნურება.
80. ვინც არაფრად აგდებს გონებას და უცოდინრობით ამაყობს, არა მხოლოდ სიტყვითაა უსწავლელი, არამედ – ცოდნითაც (შდრ. II კორ. 11.6).
78. ვნახე უსწავლელნი, საქმით გონებადამდაბლებულნი, და გახდნდნენ ისინი ბრძენთა უბრძნესნი.
79. სხვა უსწავლელმა კი, როდესაც ნახა ისინი შექებულნი, არათუ გონებამდაბლობას ჰბაძა მათსას, არამედ უსწავლელობით მოამაყემ ამპარტავნება მოიხვეჭა.
77. ადამიანი შეაგონებს ახლობელს, რაოდენ უწყის, ღმერთი კი მოქმედებს მსმენელში, რაოდენი რწმენაც ამ უკანასკნელს აქვს.
76. გემოთმოყვარეობისგან წარმოიქმნება უგულისყურობა, უგულისყურობისგან კი დავიწყება, რადგან სასარგებლოთა შესახებ ცოდნა ყველას მიანიჭა ღმერთმა.
75. ვინც არ იცის მტრის საფარი, ადვილად მოიკვლება. ასევე, ვინც არ იცის ვნებათმიზეზები, იოლად დაეცემა.
74. ვინც ახლობელს რაღაც პირფერობის კვალობაზე აქებს, შესაფერის დროს გაკიცხავს მას და იგი შერცხვენილი იქნება.