წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
129. ჭეშმარიტების სიტყვათა შემწყნარებელი შემწყნარებელია ღმერთი – სიტყვისა, რადგან „თქვენი შემწყნარებელი“, – ამბობს, – „მე მიწყნარებს“ (მთ. 10.40).
128. ჭეშმარიტების სიტყვამ გარდაქმნა „იქედნეთა ნაშობნი“ და „უჩვენა მათ განრიდება სამომავლო რისხვისგან“ (მთ. 3.7).
127. თუ გსურს ცხონება, შეიყვარე შენს შესახებ მართალი სიტყვა და განუსჯელად ნურასოდეს უკუმიაქცევ მხილებას.
126. ნუ დატოვებ ცოდვას აღუხოცელს, თუნდაც რომ უმცირესი იყოს იგი, რათა შემდეგ უფრო დიდი ბოროტებებისკენ არ წაგითრიოს შენ.
125. ცოდვათმიტევების მაძიებელს უყვარს გონებამდაბლობა, ხოლო სხვათა მგმობელი ბეჭედს უსვამს თავის ბოროტებებს.
124. ისევე როგორც წყლისა და ცეცხლის შეერთება ერთიმეორის გამომრიცხველია, ასევე გამორიცხავენ ურთიერთს თავისმართლება და თავმდაბლობა.
123. ვინც მცნებას ფარულად თავის ნებას უზავებს, „მემრუშეა", როგორც ეს „იგავთა“ წიგნშია გაცხადებული, და იგი „გონებანაკლულობის გამო ტანჯვასა და მწუხარებას შეიმთხვევს“ (იგავ. 6.32).
122. ისევე როგორც შეუძლებელია, რომ ერთსა და იმავე ადგილას ცხვრებიც ძოვდნენ და მგლებიც (შდრ. ზირ.13.17), ამგვარადვე შუძლებელია წყალობა ჰპოვოს მოყვასის მიმართ მზაკვრობის ჩამდენმა.
121. ვინც ერთსა და იმავე დროს რაღაცის გამო აქებს მოყვასს, რაღაცის გამო კი კიცხავს მასვე, ამგვარი ვინმე ცუდმედიდობითა და შურით არის შეპყრობილი, რომელიც ქებათა მიერ შურის დაფარვას ცდილობს, გაკიცხვათა გზით კი თავის თავს მასზე უკეთესა... იხილეთ სრულად
120. მზაკვრობათა მხლართველი და ფარულად ბოროტების ჩამდენი ის „გველია“, რომელიც, თანახმად წერილისა, „გზაში ჩასაფრებულა და ცხენის ქუსლს ჰკბენს“ (შესაქ. 49.17).