ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან
საუკუნეთა მანძილზე საქართველო გადაარჩინა მოყვასის, ღმრთის, მამულისადმი თავდადებულმა ქრისტიანულმა სიყვარულმა, რისი მაგალითიც აურაცხელია ჩვენს ისტორიაში. როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე დამოკიდებულია იმაზე, თუ ჩვენ როგორ არჩევანს...
იხილეთ სრულად
საუკუნეთა მანძილზე საქართველო გადაარჩინა მოყვასის, ღმრთის, მამულისადმი თავდადებულმა ქრისტიანულმა სიყვარულმა, რისი მაგალითიც აურაცხელია ჩვენს ისტორიაში. როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე დამოკიდებულია იმაზე, თუ ჩვენ როგორ არჩევანს გავაკეთებთ, მივიღებთ ბოროტის მიერ შემოთავაზებულ მოჩვენებით სიყვარულსა და ცრუ ღირებულებებს, თუ ცოდვასა და სიკვდილზე გამარჯვებული ღმერთის მხარეზე დავდგებით. ჩვენი ადგილი კარგად რომ გავაცნობიეროთ, უნდა გავარჩიოთ – ჩვენი მ...
link
მაცხოვარმა განკაცებით დედამიწაზე ის სიყვარული მოიტანა, რომლის მსგავსიც მანამდე კაცობრიობამ არ იცოდა და რომელთანაც თანაზიარებით მოგვეცა სამოთხეში დაბრუნების შესაძლებლობა. "ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორ...
იხილეთ სრულად
მაცხოვარმა განკაცებით დედამიწაზე ის სიყვარული მოიტანა, რომლის მსგავსიც მანამდე კაცობრიობამ არ იცოდა და რომელთანაც თანაზიარებით მოგვეცა სამოთხეში დაბრუნების შესაძლებლობა. "ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ" (ინ. 13,34), - ოღონდ აუცილებელია, რომ მოვიპოვოთ სიწმინდე და შევიმოსოთ ჭეშმარიტი სიყვარულით, რადგან ამ თვისებების გარეშე ღმერთს ვერ მივემსგავსებით და ჩვენივე ნებით, საკუთარ თავს მის მაცხოვნებელ მადლ...
link
საერთოდ, ღმრთის ყველა ქმედებას მხოლოდ სიყვარული განაპირობებს. ადამის და ევას სამოთხიდან გამოძევების მიზეზიც სიყვარულიდან მომდინარეობს. მათ ღმერთის ყოვლისმომცველ სიყვარულში შეეპარათ ეჭვი და რადგან შემოქმედის მცნება დაივიწყეს დ...
იხილეთ სრულად
საერთოდ, ღმრთის ყველა ქმედებას მხოლოდ სიყვარული განაპირობებს.ადამის და ევას სამოთხიდან გამოძევების მიზეზიც სიყვარულიდან მომდინარეობს. მათ ღმერთის ყოვლისმომცველ სიყვარულში შეეპარათ ეჭვი და რადგან შემოქმედის მცნება დაივიწყეს და ეშმაკს დაუჯერეს, ისინი საკუთარი ნებით მოაკლდნენ საღმრთო სიყვარულს, რაც უფალთან მათ ერთობას განაპირობებდა; ხოლო დაცემულ მდგომარეობაში მყოფნი უკვდავების ხის ნაყოფის შეჭმით მარადიულად რომ არ წარწყმედილიყვნენ, უფალმა თავისი სამყ...
link
"ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა ძე თვისი მხოლოდშობილი" (ინ. 3,16). დაუსაბამო იგი დროში იშვა, ყოვლისმპყრობელმა და ყოვლისშემოქმედმა მონის სახე მიიღო, რათა მისი სიყვარულით აღვსილნი და ამაღლებულნი საღმრთო წიაღს კვლავ ვზიარებო...
იხილეთ სრულად
"ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა ძე თვისი მხოლოდშობილი" (ინ. 3,16). დაუსაბამო იგი დროში იშვა, ყოვლისმპყრობელმა და ყოვლისშემოქმედმა მონის სახე მიიღო, რათა მისი სიყვარულით აღვსილნი და ამაღლებულნი საღმრთო წიაღს კვლავ ვზიარებოდით.
link
მოყვასისათვის სიყვარული და თავდადება ქართველი კაცის ცხოვრების წესად იქცა და, ბუნებრივია, მისი საახლობლო წრე მეტად ფართოა. იგი მოიცავს სისხლისმიერ და ნათელმირონობით ნათესაობას, მეჯვარეობას, მოყვრობას, მოგვარეობას, მეზობლობას, მეგობ...
იხილეთ სრულად
მოყვასისათვის სიყვარული და თავდადება ქართველი კაცის ცხოვრების წესად იქცა და, ბუნებრივია, მისი საახლობლო წრე მეტად ფართოა. იგი მოიცავს სისხლისმიერ და ნათელმირონობით ნათესაობას, მეჯვარეობას, მოყვრობას, მოგვარეობას, მეზობლობას, მეგობრობას და სხვ. ასეთი ურთიერთობა უნიკალურია როგორც ქრისტიანულ სამყაროში, ისე მთელ მსოფლიოში.
link
ადამიანი სიყვარულის ღმრთეებრივ ნიჭს მაშინ ეზიარება, როცა ამ გრძნობას თავისი “მე”-დან მოყვასისაკენ მიმართავს. გაცილებით დიდ სიმაღლეზე კი მაშინ ადის, როდესაც მოყვასს, როგორც საკუთარ თავს შეიყვარებს; "არავის აქვს იმაზე მეტი სიყვარული...
იხილეთ სრულად
ადამიანი სიყვარულის ღმრთეებრივ ნიჭს მაშინ ეზიარება, როცა ამ გრძნობას თავისი “მე”-დან მოყვასისაკენ მიმართავს. გაცილებით დიდ სიმაღლეზე კი მაშინ ადის, როდესაც მოყვასს, როგორც საკუთარ თავს შეიყვარებს; "არავის აქვს იმაზე მეტი სიყვარული, ვინც სულს დასდებს თავისი მეგობრებისთვის" (ინ. 15,13), - ბრძანებს უფალი.
link
მოციქული გვასწავლის: “ვინც ამბობს, რომ უყვარს ღმერთი, მაგრამ სძულს თავისი ძმა, ცრუობს" (I ინ. 4,20). ამდენად, მხოლოდ ღმერთის სიყვარული ხიბლია და თავს იტყუებს იგი, ვისაც ეს ასე ჰგონია. ოდენ მოყვასის სიყვარული კერპთაყვანისმცემლობაში...
იხილეთ სრულად
მოციქული გვასწავლის: “ვინც ამბობს, რომ უყვარს ღმერთი, მაგრამ სძულს თავისი ძმა, ცრუობს" (I ინ. 4,20). ამდენად, მხოლოდ ღმერთის სიყვარული ხიბლია და თავს იტყუებს იგი, ვისაც ეს ასე ჰგონია. ოდენ მოყვასის სიყვარული კერპთაყვანისმცემლობაში გადადის; საკუთარი თავისადმი გადამეტებული სიყვარული კი ეგოიზმსა და ნარცისიზმს შობს.
link
ღმერთი, სამშობლო, მოყვასი, - ეს არის ერთმანეთისაგან გამომდინარე იერარქია და უწყვეტი ჯაჭვი; თუ ღმერთის ადგილი სხვა რამემ, თუნდაც სამშობლომ, დაიკავა, ზემოთ აღნიშნული თანამიმდევრობა ირღვევა და პატრიოტიზმი უკვე ხელოვნურად გამოგონილ ღი...
იხილეთ სრულად
ღმერთი, სამშობლო, მოყვასი, - ეს არის ერთმანეთისაგან გამომდინარე იერარქია და უწყვეტი ჯაჭვი; თუ ღმერთის ადგილი სხვა რამემ, თუნდაც სამშობლომ, დაიკავა, ზემოთ აღნიშნული თანამიმდევრობა ირღვევა და პატრიოტიზმი უკვე ხელოვნურად გამოგონილ ღირებულებებს ეფუძნება, რომელთაც შეიძლება კარგი სახელიც ერქვას, მაგრამ შედეგად ისეთ მანკიერ გამოვლინებებს ვიღებთ, როგორიცაა ფაშიზმი, რასიზმი და შოვინიზმი, ან კიდევ ტრადიციული ფასეულობების სრულ უარყოფას – კოსმოპოლიტიზმს. ამ ...
link
შეიძლება ითქვას, რომ მოყვასის სიყვარული ერთგვარად პირველი საფეხურია. იოანე ღმრთისმეტყველი ბრძანებს: "ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორღა შეიყვარებს ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავს?" (ინ. 4,20).
ყველაზე აღმატებულია ღმერთის სიყვარული. ამ სიყვარულის დამტევნელნი დიდი სულიერი მოღვაწენი არიან, რომელნიც მძიმე მოსაგრეობის პარალელურად, ღმრთეებრივ ნათელთან ლოცვითი თანაზიარებით უსაზღვრო ნეტარებას ამქვეყნადვე აღწევენ.