ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან
მეცნიერებასა და განათლებას ქვეყნის განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწავლის პროცესში ხდება მომავალი თაობის ფორმირება პიროვნებებად. ამიტომაც სკოლა და, ზოგადად, სასწავლებელი მარტო ცოდნას კი არ უნდა აძლევდეს მოზ...
იხილეთ სრულად
მეცნიერებასა და განათლებას ქვეყნის განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწავლის პროცესში ხდება მომავალი თაობის ფორმირება პიროვნებებად. ამიტომაც სკოლა და, ზოგადად, სასწავლებელი მარტო ცოდნას კი არ უნდა აძლევდეს მოზარდს, არამედ მან უნდა აღზარდოს იგი და თავისი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქედ ჩამოაყალიბოს. ამ საქმეში მეტად დიდია ოჯახისა და ეკლესიის როლი. სასწავლებელი, როგორც ხალხის მიერ დაქირავებული დაწესებულება, ვალდებულია, თავისი საქმიან...
link
უნდა იცოდეთ, რომ ქართული იდეა ორ უმთავრეს სვეტს ეყრდნობა. ესაა სულიერი ღირებულებები (რაც გულისხმობს მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და მის წეს-ჩვეულებებს) და ეროვნულ-კულტურული ფასეულობები, რითაც ასე მდიდარია ჩვენი ქვეყანა.
მოგმართავთ ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, შეინარჩუნეთ ჩვენი თვითმყოფადობა, ჩვენი ტრადიციული ქრისტიანული ცხოვრების წესი. გახსოვდეთ, მთავარი ბრძოლა ბოროტთან მოგებულია. უფალი ბრძანებს: "ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა” (...
იხილეთ სრულად
მოგმართავთ ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, შეინარჩუნეთ ჩვენი თვითმყოფადობა, ჩვენი ტრადიციული ქრისტიანული ცხოვრების წესი. გახსოვდეთ, მთავარი ბრძოლა ბოროტთან მოგებულია. უფალი ბრძანებს: "ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა” (ინ. 16,33). მაშ, იბრძოლეთ, ჩვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო. დღეს ეგ ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი
link
ცრუ თავისუფლებაზე დაყრდნობით, მასმედიის საშუალებებით (სერიალებით, მდარე ტელეპროდუქციით) ხდება ზემოქმედება ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით კი მომავალი თაობის, ცნობიერებაზე, რათა მასში დაინერგოს არაეროვნული, არაქრისტიანული მსოფლმხ...
იხილეთ სრულად
ცრუ თავისუფლებაზე დაყრდნობით, მასმედიის საშუალებებით (სერიალებით, მდარე ტელეპროდუქციით) ხდება ზემოქმედება ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით კი მომავალი თაობის, ცნობიერებაზე, რათა მასში დაინერგოს არაეროვნული, არაქრისტიანული მსოფლმხედველობა, რაც შედეგად გამოიწვევს ჩვენი ეთნოფსიქიკის შეცვლას და ერთიანი ქართველი ერის დაშლასა და გადაგვარებას.
link
აღსრულდა ყოვლადწმინდა სამების საღვთო განგება, ახდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება, - "ღმერთი გამოჩნდა ხორცით" (I ტიმ. 3,16). მაცხოვარი მოვიდა წუთისოფელში, რომელიც ძალადობით, დაპირისპირებითა და ბოროტებით არის სავსე. მოვიდა, რათა ...
იხილეთ სრულად
აღსრულდა ყოვლადწმინდა სამების საღვთო განგება, ახდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება, - "ღმერთი გამოჩნდა ხორცით" (I ტიმ. 3,16). მაცხოვარი მოვიდა წუთისოფელში, რომელიც ძალადობით, დაპირისპირებითა და ბოროტებით არის სავსე. მოვიდა, რათა სრულიად გარდაექმნა იგი. თვინიერ ცოდვისა, მიიღო ჩვენი დაცემული ბუნება, რათა საღმრთო სიყვარულის ძალით ჩვენი შინაგანი ფერისცვალება მოეხდინა, შეიმოსა ადამიანური სხეულით, რათა კაცთა მოდგმა მარადიული ტანჯვისაგან ეხსნა.
link
დღეს ზეიმობს ცა და ქვეყანა, ანგელოზნი უგალობენ ახალშობილ მაცხოვარს: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება", და ჩვენც მათთან ერთად აღმოვთქვამთ სადიდებელს ღვთისა: უფალო ძლიერო, ბეთლემს შო...
იხილეთ სრულად
დღეს ზეიმობს ცა და ქვეყანა, ანგელოზნი უგალობენ ახალშობილ მაცხოვარს: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება", და ჩვენც მათთან ერთად აღმოვთქვამთ სადიდებელს ღვთისა:უფალო ძლიერო, ბეთლემს შობილო. აღგვადგინე დაცემულნი და კვლავ მოგვანიჭე მადლი შენი; მოგვმადლე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩვენისა; მოგვეც სიბრძნე, სიმშვიდე, ერთგულება, ერთსულოვნება, გულის სიწრფელე, რწმენის სიმტკიცე, ჯანის სიმრთელე, მთ...
link
დიდი მნიშვნელობა აქვს შვიდგზის ლოცვას, რადგან ამ დროს ათასობით და ათიათასობით ადამიანი ერთიანდება და აღავლენს ერთობლივ ლოცვას წინაშე ღვთისა. მაცხოვარი ბრძანებს: სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მეც მათ შორის ვარო; როცა ა...
იხილეთ სრულად
დიდი მნიშვნელობა აქვს შვიდგზის ლოცვას, რადგან ამ დროს ათასობით და ათიათასობით ადამიანი ერთიანდება და აღავლენს ერთობლივ ლოცვას წინაშე ღვთისა. მაცხოვარი ბრძანებს: სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მეც მათ შორის ვარო; როცა ამდენი ადამიანი ერთად შეჰღაღადებს უფალს და დახმარებას სთხოვს, რა თქმა უნდა, იგი ჩვენთან იქნება. ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს ეკლესიის ყველა სულიერ შვილს, როგორც ქართველთ, ისე სხვა ერის წარმომადგენელთ, რომ შვიდგზის ლოცვა გ...
link
საქართველო კვლავაც აუცილებლად გადარჩება და განბრწყინდება, მაგრამ ამას განახორციელებს ის თაობა, რომელიც ღვთის მცნების დამცველი და მისი ნების აღმსრულებელი იქნება. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მაშ, გავხდეთ უფლის ნების თანაზიარნი დ...
იხილეთ სრულად
საქართველო კვლავაც აუცილებლად გადარჩება და განბრწყინდება, მაგრამ ამას განახორციელებს ის თაობა, რომელიც ღვთის მცნების დამცველი და მისი ნების აღმსრულებელი იქნება. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მაშ, გავხდეთ უფლის ნების თანაზიარნი და დიდი საქართველოს თანაშემოქმედნი!უპირველესად, უნდა ვიცოდეთ ჟამი როგორც შრომისა, ისე ლოცვისა, აღსარებისა და ზიარებისა.
link
ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, ჩვენზე განცხადებული ღვთის სასწაულისა, არის დავით აღმაშენებლის დროს ქართველთა დაცემული სამეფოს აღორძინება და იმდროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ ქცევა. მთელ ამ პროცესს შეიძლე...
იხილეთ სრულად
ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, ჩვენზე განცხადებული ღვთის სასწაულისა, არის დავით აღმაშენებლის დროს ქართველთა დაცემული სამეფოს აღორძინება და იმდროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ ქცევა.მთელ ამ პროცესს შეიძლება ეწოდოს "ძლევა საკვირველი", რადგან თექვსმეტი წლის ყმაწვილმა დავითმა ტერიტორიებდაკარგული, გაღატაკებული, მოსახლეობისაგან დაცლილი, სულიერად და მორალურად განადგურებული ქვეყანა ჩაიბარა და ღმერთმა თავისი სიდიადე დაუძლურებულ ერში ს...
link
"გამოსვლათას" მთელი წიგნი არის მოწმობა ცოდვათა გამო ისრაელის დაცემისა და სინანულით განწმენდილი ერის ღვთის მადლით კვლავ აღდგინებისა.