სწავლანი - წმ ნილოს სინელი - ციტატები, გამონათქვამები
სწავლანი - წმ ნილოს სინელი - ციტატები, გამონათქვამები სწავლანი - წმ ნილოს სინელი, წიგნი, ციტატები
51. ბოროტნი მოგონებანი თესლყოფად ეშმაკისა ირწმუნენ; რამეთუ ესრეთ იგინიცა დასცხრენ, და მთესვარსა ჰრცხუენეს
52. ფრიად ერიდე სიცილსა, რამეთუ დაჰხსნის სულსა; რომელი-იგი დაიხსნას რაი, ადვილად წარიყრის აღვირსა შჯულისასა
53. საქმედ და ლოცვად გაჰყავ სული შენი; რამეთუ ესრეთ არა მრავალთა შემოსავალთა ჰპოებს ჩუენდა მომართ ეშმაკი
54. საქმე ყოფად ჰგონე წარკითქვაიცა შჯულისაი; რამეთუ რაჟამს ენისა თანა გონებასაცა უნდეს მოსთულებად რაიმე, გამოეძიებს მას საუნჯესა შინა წერილთასა
55. დაღათუ საქმედ სძრავ ხელსა, ენაი ფსალმუნებდინ, ანუ გონებაი ილოცევდინ; რამეთუ მარადის ხსენებასა ეძიებს ჩუენგან ღმერთი
56. ყოველსავე საქმესა ლოცვისა მიერ დაჰბეჭდევდი; ხოლო უფროისღა მას, რომელსა ზედა მეჭუელად იხილო გონებაი
57. გნებავს თუ ხელთსაქმრისა შენისაი საღმრთოდ და არა მიწიერად ქმნაი, საზოგადო იყავნ შენდა მისგანი მათთვის, რომელთა უხმდეს
58. გიხაროდენ დამთხუევასა ზედა წმიდათასა; რამეთუ მათ მიერ ღმერთი გამოგეცხადების
59. ჭეშმარიტად წმიდათა საქმეთა მიერ განარჩევდი; რამეთუ თითოეული ხე თვისისა ნაყოფისაგან იცნობების
60. მარადის მოსწრაფე იყავ მოქალაქობისაგან წმიდათაისა და შეძინებად რასმე და დაცვად მსგავსებასა მათისა ხედვისა და ქცევისა და მეტყუელებისასა; რამეთუ თითოეული მათგანი მარგებელ არს