სწავლანი - წმ ნილოს სინელი - ციტატები, გამონათქვამები
სწავლანი - წმ ნილოს სინელი - ციტატები, გამონათქვამები სწავლანი - წმ ნილოს სინელი, წიგნი, ციტატები
71. რაჟამს ბოროტთა ვინმე იქმოდის და მათ ზედა არა ჰრცხუენოდის, ძნელ არს წყლულებაი მისი, და დაცემაი განწირვად მიიწევის
72. რაოდენგზისცა ურვეულ იყო, მოიგონებდ რაოდენი განმზადებულ არს მორწმუნეთადა, და ნაყოფად სულისა მადლი მოიწიოს შენდა
73. უხმს მორწმუნესა დამდაბლებაი ყოველთა მიმართ; რამეთუ ზოგთა ვიეთმე მიმართ მდაბლობაი ზმნილობასა აჩუენებს სიმდაბლისასა
74. მოყუსისა მიმართ სიყუარულისათვის ნურარაი გცონის, გარნა ეგოდენ, რაოდენ მისსა მიმართი სიყუარული ღმრთისა მიმართსა სიყუარულსა შენსა არა ავნებდეს
75. ნუვისდა მოკიდულ ხარ გარეგან შჯულისა ღმრთისა, ნუცავის თანა-გელმის; რამეთუ უღირს მისსა ჰყოფს მას, რომელი რასაცა უფროის მისსა პატივ-სცემდეს
76. ნუ თანა-მოსაჯულ ხარ ბოროტთა, რამეთუ მათ სიბოროტედ ცხებულ-ჰყოფ, და თავსა თვისსა შეამწიკულებ ზიარებითა წყლულებისაითა
77. ასწავებდ მცოდველსა და ნუ ძვირსა უზრახავ დაცემულსა; რამეთუ მეორე ესე მაგინებელისაი არს, ხოლო პირველი - თანალმობილისაი
78. მარადის მოსწრაფე იყავ სმენად და სიტყუად წმიდათასა; რამეთუ ბაძვად კეთილისა აღგიდგინებენ სულსა
79. სახლად-სახლადისა ეკლესიად თითოეულსა თვისი გონებაი გუაქუს; და მას შინა თანამდებ ვართ სრულყოფად წესთა ეკლესიისათა