წმ. ისააკ ასური - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ისააკ ასური - ციტატები, გამონათქვამები წმ. ისააკ ასური | გამონათქვამები, ციტატები
ვიდრე ამქვეყნად - ხორცში ვიმყოფებით, სათნოებების საშუალებით ზეცის კამარამდე რომც ავმაღლდეთ, საქმისა და შრომის, საზრუნავის გარეშე ვერ დავრჩებით
თვითჩაღრმავება უმთავრესია სათნოებათაგან. იგი აუცილებელია სასულიერო პირისათვის, რომ არ განიფანტოს მისი ყურადღება ამა სოფლის მიერ, აღიკვეთოს ვნების აღძვრათა შესაძლებლობა; ეს არის განდგომა ამა ქვეყნიდან.
პატივმოყვარე სულთან კვლავ ბრუნდებიან ვნებები, რომლებიც მან ოდესღაც დაძლია და საკუთარი თავიდან განდევნა.
თუ გსურს, უჭვრეტდე საიდუმლოს, მაშ, საქმით აღასრულე მცნებები საკუთარ თავში და მათ შესახებ შემეცნებას ნუ ეძიებ.
მადლი, როგორც კი ნახავს, რომ ადამიანის გონებაში ეჭვი ჩნდება და იგი თავს აღიმაღლებს, მაშინვე უშვებს, რომ წინააღმდეგ გაძლიერდეს და განმტკიცდეს განსაცდელები, ვიდრე არ შეიცნობს იგი თავის უძლურებას და სიმდაბლით არ მიექცევა უფალს
ნუ დავმწუხრდებით მაშინ, როდესაც ცოდვით ვეცემით, არამედ ვიმწუხაროთ მაშინ, როდესაც ვრჩებით ცოდვაში, რადგან ეცემიან თვით სრულყოფილნიც, ხოლო ცოდვაში გამედგრება (ცოდვაში დარჩენა) - არის სრული სიკვდილი. წუხილი, რასაც დაცემის გამო განვიც... იხილეთ სრულად
მეგობარი, რომელიც პირისპირ, მარტო გამხელს, ბრძენი მკურნალია, ხოლო მრავალთა თვალწინ მამხილებელი არის მლანძღველი.
ფსალმუნთა გალობისა და ლოცვის მიტოვების გამო კი არ განგვსჯის ღმერთი საშინელ სამსჯავროზე, არამედ ჩვენში ეშმაკების შემოსვლის გამო, რომელიც მათ მიტოვებას მოსდევს.