წმ. ისააკ ასური - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ისააკ ასური - ციტატები, გამონათქვამები წმ. ისააკ ასური | გამონათქვამები, ციტატები
იგი, ვინც ზარმაცობს მცირედში, რომელიც მას ეხება, ნუ დაიჯერებ, რომ ოდესმე დიდებაში თავს გამოიჩენს.
სულიერი სიბრძნე ამსოფლიური სიბრძნისაგან იმით განირჩევა, რომ სულიერი სიბრძნისგან სულში დუმილი დაემკვიდრება, ხოლო ამსოფლიური სიბრძნისგან მრავლისმეტყველებისა და განცხრომის წყარო გადმოდის.
თუ ღვთის წინაშე რაიმესთვის ლოცულობ და იგი აყოვნებს, შეისმინოს შენი, ნუ იდარდებ ამის გამო. შენ ღმერთზე გონიერი არ ხარ
ყველას დაემორჩილე ყველა კეთილ საქმეში, მხოლოდ ნუ მიჰყვები ანგარებისმოყვარეს, ვერცხლისმოყვარეს და წუთისოფლისმოყვარეს, რათა შენი მორჩილება საეშმაკო საქმედ არ იქცეს.