წმ. ისააკ ასური - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ისააკ ასური - ციტატები, გამონათქვამები წმ. ისააკ ასური | გამონათქვამები, ციტატები
როგორც აგიზგიზებული ცეცხლის ალს ვერავინ შეაჩერებს რომ ზეცად არ ავიდეს, ასევე მოწყალე კაცის ზეცად მიმავალ ლოცვას ვერავინ შეაჩერებს.
ლოცვა იმ ადამიანისა, ვისაც ძვირი ახსოვს, კლდეზე დათესილ თესლს ჰგავს. უწესო მოღვაწე – უნაყოფო ხეა. შურით მხილება მოწამლული ისარია. ბრძენთა საუბარი ტკბილი წყაროა. ბოროტის მოქმედ კაცთან ყოფნას მხეცებთან ერთად ყოფნა სჯობს. განრღვეულთა... იხილეთ სრულად
სიკვდილის შიში იმ კაცს დაამწუხრებს, რომელსაც სინდისი ამხელს, ხოლო ვისაც კეთილი მოწმობა აქვს, მას ამდენადვე სურს სიკვდილი, რამდენადაც – სიცოცხლე.
ნუ გაშინებს სიკვდილი, იმიტომ, რომ ღმერთმა ყველაფერი ისე მოაწყო, რომ შენ მასზე მაღლა დადგე.
მხოლოდ მას, ვინც ჭეშმარიტად შეიცნო, თუ რა არის ამ ცხოვრების საზღვარი, შეუძლია, დაუდოს საზღვარი თავის ცოდვებს.