წმ. ტიხონ ზადონელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ტიხონ ზადონელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ტიხონ ზადონელი | გამონათქვამები, ციტატები
უბრალო ქრისტიანი, რომელსაც არანაირი განათლება არ მიუღია, რომელიც წმიდა სარწმუნოებრივ დოგმატებში განისწავლა, სიბრძნით ბევრად აღემატება პლატონსა და არისტოტელეს და სხვა წარმართ ბრძენებსაც კი.
ო, ავადმყოფობა! მწარე, მაგრამ ჯანმრთელი წამალია. როგორც ხორცის სიმლაშე და თევზის სიმყრალე საშუალებას არ აძლევს მატლებს, რომ ისინი ჩაისახონ, ასევე ყოველგვარი სნეულება ჩვენს სულს ლპობისგან და სულიერი გახრწნისაგან იცავს და არ აძლევს ... იხილეთ სრულად
ცოდვებით მოსვრილ სინდისში უდიდესი ცოდვებიც ძლივს შეიმჩნევა, ისევე როგორც გაჭვარტლულ სარკეში ცქერისას ვერც სახეს და ვერც ჩვენს მანკიერებებს ვერ ვხედავთ.
ბოროტი სინდისი ყოველგვარ შეურაცხყოფაზე მეტად შეურაცხყოფს და ყოველგვარ მტანჯველზე მეტად ტანჯავს ადამიანს.
სინანული დროის ხანგრძლივობაზე კი არაა დამოკიდებული, არამედ მონანულის გულმოდგინებაზე.
ისინი უცილობლად მიიღებენ საუკუნო სამსჯავროს ჯოჯოხეთში ეშმაკთან, რომლებსაც არ სურთ მონანიება და ცოდვების დატევება. ცოდვის დამტევებელ მონანულთ კი განეღებათ ღვთის მოწყალების კარი.
ადამიანს ღუპავს არა დიდება, არა ცოდვათა სიუხვე, არამედ მოუნანიებლობა და გასასტიკებული გული.
ღატაკია ის მდიდარი, რომელსაც შინაგანად სულიერი საუნჯე არ გააჩნია, თუნდაც გარეგნულად ყველაფერი ჰქონდეს.