არის კიდევ ერთი საშინელი ცოდვა - შეურაცხყოფა ღვთის დიდებულებისა, როდესაც დახმარების მისაღებად მიმართავენ პირდაპირ ეშმაკს. თუ ჩვენს შორის არიან ასეთი ადამიანები, დაე შეინანონ!
ვცოდავდით, როცა ჩვენს დამსახურებად მივიჩნევდით კე...
იხილეთ სრულად
არის კიდევ ერთი საშინელი ცოდვა - შეურაცხყოფა ღვთის დიდებულებისა, როდესაც დახმარების მისაღებად მიმართავენ პირდაპირ ეშმაკს. თუ ჩვენს შორის არიან ასეთი ადამიანები, დაე შეინანონ!
ვცოდავდით, როცა ჩვენს დამსახურებად მივიჩნევდით კეთილდღეობას, რომელსაც უფალი გვაძლევდა. და უფალიც გარე მიიქცევს პირს ჩვენი ქედმაღლობისაგან, რამეთუ "სძულს უფალს ყოველი ქედმაღალი" (იგავნი 8, 13). ამპარტავნებით შობილი ეს ცოდვა დარღვევაა ღვთისადმი სიყვარულისა და სიმართლისა.
ბევრს ვიცნობ ისეთს, ვინც გოდებს თავისი ცოდვების გამო, მაგრამ კეთილს არაფერს აკეთებს. ვითომ კიდევაც მარხულობენ, მაგრამ ფულს მეზვერეთა მსგავსად ეხარბებიან, მრისხანებენ და მოყვასზე კეთილი სიტყვის ნაცვლად ძვირის თქმა ურჩევნიათ. ეს არ ...
იხილეთ სრულად
ბევრს ვიცნობ ისეთს, ვინც გოდებს თავისი ცოდვების გამო, მაგრამ კეთილს არაფერს აკეთებს. ვითომ კიდევაც მარხულობენ, მაგრამ ფულს მეზვერეთა მსგავსად ეხარბებიან, მრისხანებენ და მოყვასზე კეთილი სიტყვის ნაცვლად ძვირის თქმა ურჩევნიათ. ეს არ არის სინანული! თუ მარხულობ და თანაც გულში გიპყრია სიამაყე, ბოროტება, ცილისწამებით სჭამ მოყვასს, ამით არა თუ სარგებელს ვერ მიიღებ სულისათვის, არამედ პირიქით - ავნებ საკუთარ თავს.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოდვა ჩვენი დროისა, დილიდან საღამომდე, განუწყვეტლივ სხვათა ცოდვების განსჯაა. თვით ცოდვილთა მონანიებასაც კი არ ძალუძს, დაადუმოს სხვათა ჭრილობების განახლების მოყვარულთა ბაგენი, კარგი იქნებოდა, მხოლოდ ცოდვათა გა...
იხილეთ სრულად
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოდვა ჩვენი დროისა, დილიდან საღამომდე, განუწყვეტლივ სხვათა ცოდვების განსჯაა. თვით ცოდვილთა მონანიებასაც კი არ ძალუძს, დაადუმოს სხვათა ჭრილობების განახლების მოყვარულთა ბაგენი, კარგი იქნებოდა, მხოლოდ ცოდვათა განსჯა რომ კმაროდეს, მაგრამ ისინი იბერებიან და დემონურ ზომებს აღწევენ!
ვინაცა სცოდა, იგი ეშმაკისაგან არის, ვინაიდან დასაბამიდან ეშმაკი სცოდავს. იმიტომაც მოგვევლინა ძე ღმრთისა, რათა დაერღვია ეშმაკის საქმენი.
ღმერთისაგან შობილი არავინ სცოდავს, ვინაიდან მასში რჩება იმისი თესლი; და მას არ შეუძლია ს...
იხილეთ სრულად
ვინაცა სცოდა, იგი ეშმაკისაგან არის, ვინაიდან დასაბამიდან ეშმაკი სცოდავს. იმიტომაც მოგვევლინა ძე ღმრთისა, რათა დაერღვია ეშმაკის საქმენი.
ღმერთისაგან შობილი არავინ სცოდავს, ვინაიდან მასში რჩება იმისი თესლი; და მას არ შეუძლია სცოდოს, იმიტომ რომ ღმერთისაგან არის შობილი;
ამით იცნობიან შვილნი ღმრთისა და შვილნი ეშმაკისა; ვინც არ იქმს სიმართლეს, და ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, არ არის ღმერთისაგან.
თ. 2-3
ვინც უნებლიეთ ვარდება ცოდვაში, მან უნდა იცოდეს, რომ სხვა წინამორბედი ცოდვა დაუფლებია, რომელსაც იგი საკუთარი ნებით ემსახურება და რომელსაც შეჰყავს ის ცოდვებში, რომლებშიც ჩავარდნაც არ სურდა.