ვცოდავდით, რამეთუ არ გვიფიქრია, რომ მთლიანად მასზე ვართ დამოკიდებული, ჩვენს ერთადერთ იმედს არ ვამყარებდით მასზე, პირველ რიგში, არ ვთხოვდით მას მადლსა და შეწევნას, არამედ საკუთარ ძალებს ვეყრდნობოდით, დახმარებას კაცთა შორის ვეძებდით...
იხილეთ სრულად
ვცოდავდით, რამეთუ არ გვიფიქრია, რომ მთლიანად მასზე ვართ დამოკიდებული, ჩვენს ერთადერთ იმედს არ ვამყარებდით მასზე, პირველ რიგში, არ ვთხოვდით მას მადლსა და შეწევნას, არამედ საკუთარ ძალებს ვეყრდნობოდით, დახმარებას კაცთა შორის ვეძებდით და კიდევ შესაძლოა, გონებადაბნეულნი და შეშლილნი დახმარებისთვის ჯადოქრებს, მკითხავებსა და შემლოცველებს მივმართავდით, შეინანეთ!
ზიანი, რომელსაც საკუთარ თავს აყენებენ ცოდვილები, რომლებიც მომავალი აღსარების იმედად სცოდავენ, იმაში მდგომარეობს, რომ მათი ცოდვები სულ უფრო და უფრო საძაგელი ხდება და უფრო ხშირ-ხშირად აღესრულება. იმის გამო, რომ აღსარების შესაძლებლობ...
იხილეთ სრულად
ზიანი, რომელსაც საკუთარ თავს აყენებენ ცოდვილები, რომლებიც მომავალი აღსარების იმედად სცოდავენ, იმაში მდგომარეობს, რომ მათი ცოდვები სულ უფრო და უფრო საძაგელი ხდება და უფრო ხშირ-ხშირად აღესრულება. იმის გამო, რომ აღსარების შესაძლებლობა აქვთ, თვლიან, რომ ესეც სრულებით საკმარისია იმისათვის, რომ მონანიებამ გაამართლოს ისინი. და აი, ეს უბედურნი თავიანთ ვნებებში იძირებიან, თავს ვეღარ იკავებენ ვერც სიტყვებში და ვერც ცნობისმოყვარეობაში და პირუტყვთა მსგავსად ...
თუ ვინმე იწყებს ცოდვისთვის დათმობას, მაშინ იგი შიგნიდან შავდება, მას სულის თვალები ემღვრევა და ის ხედვითაც ამღვრეულად ხედავს. შემდეგ იგი უკვე ითხვრება ცოდვით და ცოდვა წეწავს მას. მას შეუძლია წმიდაც კი უწმიდურად დაინახოს.
თუ ვინმე შენზე ჭორაობს, ნუ გაბრაზდები, არამედ იტირე და შეგრცხვეს არა იმისა, რომ შენზე ჭორაობენ, არამედ იმ ცოდვის გამო, რომელმაც ასეთ არაწმიდებაში ჩაგაგდო.
თუკი შენს სიახლოვეს საცთურს ხედავ, ზურგი აქციე მას და დაბრუნდი შენი სულის სამსხვერპლოზე, საცთური კი შენს გარეთ დარჩება. თუკი გულს წყენა გიმძიმებს, მიმართე სულში დავანებულ სულიწმიდის მადლს და იგი განამტკიცებს შენში სახარებისეული ნე...
იხილეთ სრულად
თუკი შენს სიახლოვეს საცთურს ხედავ, ზურგი აქციე მას და დაბრუნდი შენი სულის სამსხვერპლოზე, საცთური კი შენს გარეთ დარჩება. თუკი გულს წყენა გიმძიმებს, მიმართე სულში დავანებულ სულიწმიდის მადლს და იგი განამტკიცებს შენში სახარებისეული ნეტარების მცნებას. თუკი ცხოვრების გზაზე უსიამოვნო ვითარებანი შეგავიწროვებენ, მაშინ იცოდე „ცხოვრება გაქუს წმიდისა მისგან და იცი ყოველივე“ (1 ინ. 2, 20). თუკი შენი ძალები დაშრტებიან, რომელთა სასოება არც მანამდე უნდა გქონოდა,...
თუკი ცოდვის საქმნელად დაგიმოძღვრავს და გიბიძგია მოყვასისთვის, ნუ იფიქრებ მკვლელი არა ვარო. ამით შენ განხრწნი ცთუნებულ სულს და მოსტაცებ ყოველივე იმას, რაც მარადიულის კუთვნილებაა.