თუმც ვიღაცამ მითხრა მე რომ, თუ ჩვენ ღვთის დაშვებით ვვარდებით ცოდვაში, მაშინ სწრაფადვე წამოვდგებით და ცოდვას ზურგს შევაქცევთ. რადგან ის, ვინც დაცემას უშვებს, არ ინანებს, რომ მწუხარების ეშმაკი დიდხანს გვტანჯავდეს. თუ ჩვენ დავეცემით,...
იხილეთ სრულად
თუმც ვიღაცამ მითხრა მე რომ, თუ ჩვენ ღვთის დაშვებით ვვარდებით ცოდვაში, მაშინ სწრაფადვე წამოვდგებით და ცოდვას ზურგს შევაქცევთ. რადგან ის, ვინც დაცემას უშვებს, არ ინანებს, რომ მწუხარების ეშმაკი დიდხანს გვტანჯავდეს. თუ ჩვენ დავეცემით, მაშინ პირველ ყოვლისა ამ ეშმაკის წინააღმდეგ უნდა შევიჭურვოთ; რადგან იგი ლოცვის დროს წარმოსდგება ჩვენს გვერდით და ღვთისადმი ჩვენი ძველი კადნიერების გახსენებით ცდილობს ლოცვას მოგვწყვიტოს.
link
თქმული, რომ ღმერთის გარდა არავინაა უცოდველი, თუნდაც ქვეყანაზე მხოლოდ ერთი დღე იცოცხლოს (შდრ. იობ. 14, 4), იმათ როდი გულისხმობს, ვინც პიროვნულად სცოდავს; ერთი დღის ჩვილს როგორ შეუძლია შესცოდოს? ამ სწავლებით ჩვენი სარწმუნოების ის სა...
იხილეთ სრულად
თქმული, რომ ღმერთის გარდა არავინაა უცოდველი, თუნდაც ქვეყანაზე მხოლოდ ერთი დღე იცოცხლოს (შდრ. იობ. 14, 4), იმათ როდი გულისხმობს, ვინც პიროვნულად სცოდავს; ერთი დღის ჩვილს როგორ შეუძლია შესცოდოს? ამ სწავლებით ჩვენი სარწმუნოების ის საიდუმლო გამოითქმის, რომლის თანახმად ადამიანური ბუნება ჩასახვისთანავე ცოდვილია. ღმერთს ადამიანი ცოდვილი არ შეუქმნია, მან იგი უმანკო და წმინდა შექმნა. მას შემდეგ, რაც პირველქმნილმა ადამმა ამპარტავნების გამო დაკარგა სიწმინდი...
link
იკითხავენ: რატომ უნდა ისჯებოდეს მარადიულად იგი, ვინც აქ მხოლოდ მცირე ხნის განმავლობაში სცოდავდა? მაშ, რატომაა, რომ ადამიანი, რომელმაც წუთიერად აღასრულა მკვლელობა, მთელი ცხოვრება მაღაროში მუშაობით ისჯება.
იმდენად მაცთურია ცოდვის გზები, რომ იოლად შეუდგები, მაგრამ ძალზედ ძნელია, გაეყარო. აქ სინდისი მუდამ განშორებულია საქმეებს. სინდისი გქენჯნის, ვნება კი ახალ ხრიკებს იგონებს. ცოდვის გზაზე გამოჩნდება ხოლმე მაცთური კაციც და მაცთური ქალი...
იხილეთ სრულად
იმდენად მაცთურია ცოდვის გზები, რომ იოლად შეუდგები, მაგრამ ძალზედ ძნელია, გაეყარო. აქ სინდისი მუდამ განშორებულია საქმეებს. სინდისი გქენჯნის, ვნება კი ახალ ხრიკებს იგონებს. ცოდვის გზაზე გამოჩნდება ხოლმე მაცთური კაციც და მაცთური ქალიც. ამ გზიდან ადამიანი მხოლოდ ღვთის მადლს გამოჰყავს, მოუკლებელს, მკურნალსა და ღვთის სასუფეველის გზათა განმგებელს. ინთქმება რა ცოდვაში, როგორც ჭაობში, ადამიანი ხშირად იღუპება, მაგრამ უფალი ღმერთი დროულად და საჭიროების ჟამს...
link
ის, ვინც ცოდვის გამო აქ არ ისჯება, ყველაზე უბედური ადამიანია
კეთილი უფალი სიყვარულით გვითმენს ჩვენ და არავინ გამოჰყავს დასაცინი. თუმცა, მისთვის - გულთამხილავისთვის, ცნობილია ჩვენი შეცოდებანი. არც წმიდანები შეურაცხყოფდნენ არასდროს ცოდვილთ საქვეყნოდ, არამედ სიყვარულით, სულიერი სიფაქიზით და ფა...
იხილეთ სრულად
კეთილი უფალი სიყვარულით გვითმენს ჩვენ და არავინ გამოჰყავს დასაცინი. თუმცა, მისთვის - გულთამხილავისთვის, ცნობილია ჩვენი შეცოდებანი. არც წმიდანები შეურაცხყოფდნენ არასდროს ცოდვილთ საქვეყნოდ, არამედ სიყვარულით, სულიერი სიფაქიზით და ფარულად ეხმარებოდნენ ბოროტს გამოსწორებაში. ჩვენ კი, თავად ცოდვილნი, საწინააღმდეგოდ ვიქცევით, როგორც თვალთმაქცნი. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რათა არ გავხდეთ მარტივი მსხვერპლნი გაუგებრობებისა და არ მივიჩნიოთ ბოროტებად ის, რასაც ...
link
მემრუშე, მეძავი ან ცოდვის მსახური, თუნდაც მალავდეს ამას, ცხოვრებაში შვებას ვერ იპოვის. მისი ძილი არაა ტკბილი, ჭამის დროს სიამოვნებას ვერ გრძნობს, იგი შიშებით ივსება, რომელთაგან გათავისუფლება მეგობრების მონახულებით და რაიმე სხვა სა...
იხილეთ სრულად
მემრუშე, მეძავი ან ცოდვის მსახური, თუნდაც მალავდეს ამას, ცხოვრებაში შვებას ვერ იპოვის. მისი ძილი არაა ტკბილი, ჭამის დროს სიამოვნებას ვერ გრძნობს, იგი შიშებით ივსება, რომელთაგან გათავისუფლება მეგობრების მონახულებით და რაიმე სხვა საშუალებებით შეუძლებელია.
link
მომაკვდინებელი ცოდვებია: მკრეხელობა (ერესი), განხეთქილება (სქიზმა), ღვთის გმობა, ღვთის უარყოფა, ჯადოქრობა, სასოწარკვეთილება, თვითმკვლელობა, სიძვა, ლოთობა, სიწმიდეთა ხელყოფა, კაცის კვლა, ქურდობა და უკაცური, მძვინვარე წყენა (ბოღმა)....
იხილეთ სრულად
მომაკვდინებელი ცოდვებია: მკრეხელობა (ერესი), განხეთქილება (სქიზმა), ღვთის გმობა, ღვთის უარყოფა, ჯადოქრობა, სასოწარკვეთილება, თვითმკვლელობა, სიძვა, ლოთობა, სიწმიდეთა ხელყოფა, კაცის კვლა, ქურდობა და უკაცური, მძვინვარე წყენა (ბოღმა). მომაკვდინებელი ცოდვა, ჩადენილი მართლმადიდებლის მიერ, რომელიც სათანადო მონანიებით არ განიკურნება, შემცოდებელს მარადიულ სატანჯველში ჩააგდებს.
link
მომიტევეთ, ვისაც ახსოვს სიკვდილი, მას არ შეუძლია სცოდოს
მსაჯულისაგან არაფერია დაფარული; ამიტომ ამაოდ ვცდილობთ, ფარულად ვცოდოთ