რა დიდ პატივს მიაგებს ღმერთი ადამიანს, როცა ყოველ წირვაზე ანგელოზთა დასების თანხლებით მიწაზე ეშვება და მას თავისი ყოვლადწმიდა ხორცითა და სისხლით ასაზრდოებს!
ქრისტიანებს უფრო მეტი სიყვარულისა და ღვთისადმი მადლიერების გრძნობის გასაღვივებლად პავლე მოციქული ეუბნებოდა: „რად უკუე ნაყოფი გაქუნდა მაშინ [კერპთაყვანისცემაში], რომლისათვის აწ ეგერა გრცხუენის?... რამეთუ საგზალი ცოდვისაი სიკუდილ არ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანებს უფრო მეტი სიყვარულისა და ღვთისადმი მადლიერების გრძნობის გასაღვივებლად პავლე მოციქული ეუბნებოდა: „რად უკუე ნაყოფი გაქუნდა მაშინ [კერპთაყვანისცემაში], რომლისათვის აწ ეგერა გრცხუენის?... რამეთუ საგზალი ცოდვისაი სიკუდილ არს" (რომ. 6, 21 და 23).
სიყვარულს კეთილგონიერება შობს. თუ თითოეულმა ჩვენგანმა არ შეიგრძნო რა მოგვმადლა ღმერთმა და ჩვენ რას წარმოვადგენთ ცოდვების გამო, როცა ღმერთმა ასეთი დიდი წყალობა, უფლისა და საკუთარი თავის შეცნობა, მოგვანიჭა, ჩვენი სულები ღვთის შიშით ...
იხილეთ სრულად
სიყვარულს კეთილგონიერება შობს. თუ თითოეულმა ჩვენგანმა არ შეიგრძნო რა მოგვმადლა ღმერთმა და ჩვენ რას წარმოვადგენთ ცოდვების გამო, როცა ღმერთმა ასეთი დიდი წყალობა, უფლისა და საკუთარი თავის შეცნობა, მოგვანიჭა, ჩვენი სულები ღვთის შიშით ვერ განიმსჭვალებიან და ვერ ვიმხიარულებთ მისი სიყვარულის მშვენიერებაში.