„ვინ არს ღმერთ დიდ, ვითარ ღმერთი ჩვენი!“ (ფსალმ. 76, 13). დიდ ხარ შენ, უფალო, საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერავინ შეძლებს ოდესმე ღირსეულად შეგასხას ქება.
„სიტყვა იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩუენ შორის“ (იოან. 1, 14) სიტყვა მამისა. „პირველითგან იყო სიტყუაი, და სიტყუაი იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაი იგი” (იოან. 1, 1). მოვიდა, ხორცი შეისხა და ადამიანი გახდა. სოფელი მი...
იხილეთ სრულად
„სიტყვა იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩუენ შორის“ (იოან. 1, 14) სიტყვა მამისა. „პირველითგან იყო სიტყუაი, და სიტყუაი იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაი იგი” (იოან. 1, 1). მოვიდა, ხორცი შეისხა და ადამიანი გახდა. სოფელი მის მიერ შეიქმნა (იოან. 1, 10) – მან შექმნა სოფელი! მოგვცა „ხელმწიფება. შვილ ღმრთისა ყოფად“ (იოან. 1, 12). თავის ქმნილებებთან მოვიდა და მათ ის არ მიიღეს. აბა, დაფიქრდით, შექმნა სოფელი, შექმნა ადამიანები, მათ კი, გულცივებმა...
უფალი უშრომლად, ჯაფის გარეშე ასაზრდოებს ყოველ ცოცხალ არსებას – ადამიანებს, ცხოველებს, ფრინველებს, ქვეწარმავლებს, ზღვის ცხოველებს, მიკრობებს, მილიონობით ცოცხალ ქმნილებას. ყველასთვის ზრუნავს!
„ვინ ცნა გონება უფლისა? ანუ ვინ თანა-მზრახველ ეყო მას?" (რომ. 11, 34). ვის შეუძლია გაიგოს, თუ როგორ მოქმედებს უსაზღვრო გონი როგორც ზეცაში, ისე დედამიწასა და ქვესკნელში?
ღვთის შიშის გარეშე სუფთა სინდისს ვერ მოვიპოვებთ, ვერც გულწრფელ აღსარებას ვიტყვით და ვერც ვერასოდეს შევიძენთ სულიერ სიბრძნეს, ვინაიდან სიბრძნის დასაბამი და დასასრული უფლის შიშია.