წმ. ეფრემ ასური - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეფრემ ასური - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეფრემ ასური | გამონათქვამები, ციტატები
ადამიანის ნაკლია - არ იცოდეს წმიდა წერილი, მაგრამ ორმაგი ნაკლია, რომ იცის, მაგრამ უგულებელყოფს მას
გემოთმოყვარე შრომობს და დარდობს იმაზე, როგორ ამოივსოს მუცელი საჭმლით; ხოლო როდესაც შეჭამს, იტანჯება საჭმლის მონელების დროს; თავშეკავებას კი თან ახლავს ჯანმრთელობა და სიფხიზლე.
როგორადაც წყაროსთვალი, განუწყვეტლივ აღმომაცენებელი კამკამა, უხვი წყლის ნაკადულისა, არასდროს არ აუკრძალავს მწყურვალს ყოველგვარი საფასურის გარეშე დაეწაფოს მის წყალს, ამგვარადვე საღმრთო მადლიც მისაწვდომია ყველა მსურველისათვის, რათა თ... იხილეთ სრულად
მორჩილ ადამიანს საყვედური არ ეუხერხულება, არც შეურაცხყოფა ააპილპილებს. მორჩილი დარდში ხარობს და მწუხარებაში მადლობას აღავლენს. თუ გინდა, რომ რჩეულ ჭურჭელად იქცე, წყრომა არ დაიტოვო მოძღვრის მიმართ, ეცადე ემონო ღმერთს და მოიპოვო მო... იხილეთ სრულად
კურთხევის უდიდესი ძალის და მნიშვნელობის შესახებ ბიბლიაში არა ერთი მაგალითია მოყვანილი. გავიხსენოთ ისაკისგან იაკობის კურთხევა. მიუხედავად იმისა, რომ მამას უფროსი შვილი – ესავი უნდოდა ეკურთხებინა, მან შეცდომით უმცროსი აკურთხა. მიუხე... იხილეთ სრულად
უმჯობეს არს მოიპოვო კეთილი თავისუფლება, ვინემ ყოველივე სიმდიდრე, იმიტომ, რომ მთელ ქვეყანაზე არა რაი არს უმაღლესი და უწარჩინებულესი კეთილი თავისუფლებისა.
თავისუფლებას მოკლებულ ბუნებას არ ძალუძს, იკითხვიდეს და გამოიძიებდეს; შეკითხვა, გამოძიება–თავისუფალი ბუნებიდან მომდინარეობს. მხოლოდ თავისუფალ ბუნებას ძალუძს იკითხვიდეს და გამოიძიებდეს.
განა შეუძლია ზღვაში კუნძულს შეაჩეროს ტალღები, რომლებიც მას ურტყამენ? ამის მიუხედავად, კუნძული ტალღებს ეწინააღმდეგება. ასევე ჩვენ არ შეგვიძლია ზრახვების შეჩერება, მაგრამ მათთვის წინააღმდეგობის გაწევა მაინც ძალგვიძს.
ის კი არ არის საშიში, რომ ვნებები გვებრძვიან და ჩვენც ვებრძვით მათ; უბედურება ისაა, თუ სიზარმაცით ან დაუდევრობით დავემხობით მოწინააღმდეგის წინაშე.