წმ. ეფრემ ასური - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეფრემ ასური - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეფრემ ასური | გამონათქვამები, ციტატები
ნუ ილაპარაკებ რისხვით აღვსებული, არამედ ყოველთვის სიბრძნით და გონიერებით წარმოთქვი შენი სიტყვა, მსგავსად ჩვენი ყოვლადბრძენი წმიდა მამებისა; მდუმარებაშიც მათ მიბაძე და ყოველთვის აღსავსე იყო სიბრძნითა და გონიერებით, ისევე, როგორც მა... იხილეთ სრულად
ენა შენი, დაე, ყოველთვის გონების კარნახს ემორჩილებოდეს, რადგან გონიერებას მოკლებული სიტყვები ბასრ ეკლებად გექცევა შენვე.
როგორც კი ზარს ჩამოკრავენ, ნუ დაიზრებ და მაშინვე ეკლესიას მიაშურე. ნუ მიატოვებ წირვა–ლოცვას მის დამთავრებამდე, რათა ეს დაბრკოლებად და ეშმაკის საფრთხედ არ იქცეს შენთვის.
ჩვეულებრივ, როცა კაცზე იტყვიან გონიერიაო, ამ სიტყვას არასწორი მნიშვნელობით ხმარობენ. გონერი ის როდია, ვისაც ძველ ბრძენთა გამონათქვამები და ნაწერები დაუსწავლია, არამედ ჭეშმარიტად გონიერი ის ადამიანია, ვისაც სული აქვს გონიერი და ძალ... იხილეთ სრულად
მოთმინებით გადაიტანეთ ყველა ის განსაცდელი – ჭირნი და მწუხარებანი, რომელნიც კი ამქვეყნიურ ცხოვრებაში შეგემთხვევათ და მადლი შესწირეთ მათ გამო უფალს უდიდესი სიმდაბლით, რათა ჭეშმარიტი სიხარული იგემოთ თქვენი შრომისათვის.
თუკი ნამდვილად გსურს სათნო–ეყო ღმერთს, მთელის არსებით შეუდექი ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, და იგი გიხსნის შენ განსაცდელისაგან და ყოველთვის დაგიცავს.
ნუ დასცინებ და ნუ განიკითხავ განსაცდელში დაცემულს, არამედ, ხშირად ილოცე, რათა თვითონ არ ჩავარდე განსაცდელში.
ვერ მოვასწარი კეთილმსახური ღვაწლის დაწყება და უკვე მზვაობრობით დავსნეულდი. ვერ მოვასწარი კარიბჭეში შესვლა და უკვე შინაგან საკურთხეველზე ვოცნებობ. ჯერ ღმრთის სათნო ცხოვრება არ დამიწყია და უკვე ჩემს ახლობლებს ვამხილებ. ჯერ ვერ გავიგ... იხილეთ სრულად