წმ. ნილოს სინელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ნილოს სინელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ნილოს სინელი | გამონათქვამები, ციტატები
გიხაროდეს, როდესაც შეურაცხგყოფენ (მრისხანებისა და მწუხარების ნაცვლად), რადგან თუ ეს უსამართლოა, დიდ ჯილდოს მიიღებ, ხოლო თუ სამართლიანია, რაც უფრო სწრაფად მოხვალ გონს, თავს მით უფრო ადვილად დააღწევ სასჯელს.
მცირედაც არ შეუშინდე გმობის სულს, რომელიც ხშირად აშფოთებს შენს ღმრთისმოყვარე და კეთილ გულს. უფრო კი წინ აღუდექი და სძლიე მას ლოცვებით, მოწყალებით, დაჩაგრულთა დაცვით, სულგრძელებით, თავმდაბლობითა და მშვიდი დამოკიდებულებით შენი მსახუ... იხილეთ სრულად
მოთმინებაში განისწავლე მანამ, ვიდრე ამის საჭიროება დადგება, რათა საჭიროების შემთხვევაში ყველა იარაღი უკვე მზად გქონდეს.
ხომ განუწყვეტლივ შევისუნთქავთ ჰაერს; აი, ასევე განუწყვეტლივ უნდა ვაქებდეთ და ვუგალობდეთ უფალს მაშინაც კი, როდესაც ვსაქმიანობთ, სიბრძნით აღსავსე და ღმრთისმოყვარე გონებას ძალუძს განუწყვეტლივ იხსენებდეს ღმერთს. „მოვიხსენე ღმრთისაი და... იხილეთ სრულად