წმ. ნილოს სინელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ნილოს სინელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ნილოს სინელი | გამონათქვამები, ციტატები
62. ესრეთ დაიცევ ტაძარი შენი, ვითარცა დამბადებელისა და განშჯად მისსა მგულებელისაი, და ხატად თვისსა წმიდად მომღონებელისა შენისაი
60. მარადის მოსწრაფე იყავ მოქალაქობისაგან წმიდათაისა და შეძინებად რასმე და დაცვად მსგავსებასა მათისა ხედვისა და ქცევისა და მეტყუელებისასა; რამეთუ თითოეული მათგანი მარგებელ არს
59. ჭეშმარიტად წმიდათა საქმეთა მიერ განარჩევდი; რამეთუ თითოეული ხე თვისისა ნაყოფისაგან იცნობების
58. გიხაროდენ დამთხუევასა ზედა წმიდათასა; რამეთუ მათ მიერ ღმერთი გამოგეცხადების
57. გნებავს თუ ხელთსაქმრისა შენისაი საღმრთოდ და არა მიწიერად ქმნაი, საზოგადო იყავნ შენდა მისგანი მათთვის, რომელთა უხმდეს
56. ყოველსავე საქმესა ლოცვისა მიერ დაჰბეჭდევდი; ხოლო უფროისღა მას, რომელსა ზედა მეჭუელად იხილო გონებაი
55. დაღათუ საქმედ სძრავ ხელსა, ენაი ფსალმუნებდინ, ანუ გონებაი ილოცევდინ; რამეთუ მარადის ხსენებასა ეძიებს ჩუენგან ღმერთი
54. საქმე ყოფად ჰგონე წარკითქვაიცა შჯულისაი; რამეთუ რაჟამს ენისა თანა გონებასაცა უნდეს მოსთულებად რაიმე, გამოეძიებს მას საუნჯესა შინა წერილთასა