წმ. ნილოს სინელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ნილოს სინელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ნილოს სინელი | გამონათქვამები, ციტატები
72. რაოდენგზისცა ურვეულ იყო, მოიგონებდ რაოდენი განმზადებულ არს მორწმუნეთადა, და ნაყოფად სულისა მადლი მოიწიოს შენდა
71. რაჟამს ბოროტთა ვინმე იქმოდის და მათ ზედა არა ჰრცხუენოდის, ძნელ არს წყლულებაი მისი, და დაცემაი განწირვად მიიწევის
70. დედად ბოროტთა უდებებაი ჰგონე; რამეთუ კეთილნი რომელნი გაქუნდენ, მიგპარავს, და რომელნი არა გაქუნდენ, არა გიტევებს მოგებად
68. ნურარაი გგონიეს სწორყოფად პატივსა სათნოებისასა; რამეთუ მოხედვაი არს ღმრთისაი, ვინაიცა მსგავსადვე მისსა უქცეველ არს
67. დაითმენდ ჭირთა, რამეთუ მათ შორის სათნოებანი, ვითარცა ეკალთა შორის ვარდნი აღმოეცენებიან და აღიზარდებიან
66. რაჟამს სიმდიდრესა ანუ დიდებასა, ანუ საწუთოისა ძლიერებასა ქებულად ჰხედვიდე, მოიგონებდ მათ შორისსა განხრწნადობასა და განერე სამჭედურსა მათსა
65. რომელთათვის-იგი გუესამართლოებოდინ, მოთმინებისა მიმართ მიივლტოდე მათთვის; და მეუსამართლოეთად მიიქცეს სავნებელი იგი მეუსამართლოებისაი
64. იგინი რაი, განიცდიდ, ნუ სადა გექმნას რაიმე ღირს გინებისაი, ხოლო თუ არა გექმნას, კუამლად მლტოლვარედ ჰგონე გინებაი იგი