როცა დაეცემი, ადექი და როცა შესცოდავ, შეინანე. ღვთის მოწყალების უკიდეგანო ზღვის შემყურეს გულში სასოწარკვეთილების შხამი ნურასოდეს შეგეპარება. ადამიანმა რამდენიც არ უნდა შესცოდოს, სინანულით მისი ცოდვები ღვთის სახიერების ზღვაში იკარგ...
იხილეთ სრულად
როცა დაეცემი, ადექი და როცა შესცოდავ, შეინანე. ღვთის მოწყალების უკიდეგანო ზღვის შემყურეს გულში სასოწარკვეთილების შხამი ნურასოდეს შეგეპარება. ადამიანმა რამდენიც არ უნდა შესცოდოს, სინანულით მისი ცოდვები ღვთის სახიერების ზღვაში იკარგება და უჩინარდება.
ცოდვათა უფსკრულიც რომ ფარავდეს ადამიანს, თუ ის ინანიებს და იმედს არ კარგავს, ეშმაკს მისი ეშინია. რადგან ზეციერი მამის მამობრივი გული უძღები შვილის ნათქვამით „ვცოდე“, მოლბება, პირველი მირბის, გულში იკრავს, ეამბორება, ნასუქ ზვარაკს ...
იხილეთ სრულად
ცოდვათა უფსკრულიც რომ ფარავდეს ადამიანს, თუ ის ინანიებს და იმედს არ კარგავს, ეშმაკს მისი ეშინია. რადგან ზეციერი მამის მამობრივი გული უძღები შვილის ნათქვამით „ვცოდე“, მოლბება, პირველი მირბის, გულში იკრავს, ეამბორება, ნასუქ ზვარაკს უკლავს, ზეიმობს, რადგან მისი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა (ლუკ. 15, 19-24).
მიანდეთ უფალს თქვენი საზრუნავი და ის იზრუნებს თქვენზე. საკუთარი ნებით ნუ იმოქმედებთ, რადგან რწმენა მადლისა და ღვთის მოხილვის ნაყოფია. განა თითოეულ ჩვენგანს პირადად არ განგვიცდია ღვთის წმინდა განგებულების სასწაულები? განა N-ს ღვთის...
იხილეთ სრულად
მიანდეთ უფალს თქვენი საზრუნავი და ის იზრუნებს თქვენზე. საკუთარი ნებით ნუ იმოქმედებთ, რადგან რწმენა მადლისა და ღვთის მოხილვის ნაყოფია. განა თითოეულ ჩვენგანს პირადად არ განგვიცდია ღვთის წმინდა განგებულების სასწაულები? განა N-ს ღვთის მადლი არ ეწვია? თქვენი თავდადება რომ არა, ის ქრისტეს მხედრობაში იქნებოდა? განა უფალი ჩვენთვის არ შეიწირა მსხვერპლად? დიახ! ქრისტე ჯვარზე რომ არ ასულიყო სიკვდილისთვის, დღეს არ ვიქნებოდით ის, რაც ღვთის მადლით ვართ.