ზომაზე მეტად რატომ დარდობ და მწუხარებ? ღვთის განგების გარეშე არაფერი გვემართება, ამიტომ შეუძლებელია შემთხვევითი გარემოება გვმართავდეს. ღვთისთვის ცნობილია, რაც ჩვენს თავს ხდება. შესაბამისად, ჩვენს ძალაზე აღმატებული არაფერი შეგვემთხ...
იხილეთ სრულად
ზომაზე მეტად რატომ დარდობ და მწუხარებ? ღვთის განგების გარეშე არაფერი გვემართება, ამიტომ შეუძლებელია შემთხვევითი გარემოება გვმართავდეს. ღვთისთვის ცნობილია, რაც ჩვენს თავს ხდება. შესაბამისად, ჩვენს ძალაზე აღმატებული არაფერი შეგვემთხვევა!
ღვთის განგების გარეშე არაფერი გვემართება, ამიტომ შეუძლებელია შემთხვევითი გარემოება გვმართავდეს. ღვთისთვის ცნობილია, რაც ჩვენს თავს ხდება. შესაბამისად, ჩვენს ძალაზე აღმატებული არაფერი შეგვემთხვევა!
ვისი სიყვარულისთვის იტანჯებით? თავი საფრთხეში ჩაიგდეთ თქვენი დების გამო – ვისი სიყვარულისთვის? სიყვარულის გამო ვისი მცნების აღმასრულებლები გახდით? მიპასუხებთ: „ჩვენი ქრისტეს სიყვარულისთვის, ვისზეც იმედს ვამყარებთ, რომ მისი ძალით ყ...
იხილეთ სრულად
ვისი სიყვარულისთვის იტანჯებით? თავი საფრთხეში ჩაიგდეთ თქვენი დების გამო – ვისი სიყვარულისთვის? სიყვარულის გამო ვისი მცნების აღმასრულებლები გახდით? მიპასუხებთ: „ჩვენი ქრისტეს სიყვარულისთვის, ვისზეც იმედს ვამყარებთ, რომ მისი ძალით ყველაფერს კეთილი დასასრული ექნება“.კარგი, ძალიან კარგი. რადგან ქრისტე თავად ის არის, ვინც თმის თითოეულ ღერს აღრაცხავს. გვგონია, რომ მისი ნება-სურვილის გარეშე რაიმე მოხდება? და თუკი ღვთის განგება გვიცავს, რამ უნდა შეგვაშინ...
ქრისტე თავად ის არის, ვინც თმის თითოეულ ღერს აღრაცხავს. გვგონია, რომ მისი ნება-სურვილის გარეშე რაიმე მოხდება? და თუკი ღვთის განგება გვიცავს, რამ უნდა შეგვაშინოს? უფრო მეტად მისი გვეშინოდეს, ვისაც შეუძლია გეენიის ცეცხლში ჩაგვაგდოს ...
იხილეთ სრულად
ქრისტე თავად ის არის, ვინც თმის თითოეულ ღერს აღრაცხავს. გვგონია, რომ მისი ნება-სურვილის გარეშე რაიმე მოხდება? და თუკი ღვთის განგება გვიცავს, რამ უნდა შეგვაშინოს? უფრო მეტად მისი გვეშინოდეს, ვისაც შეუძლია გეენიის ცეცხლში ჩაგვაგდოს ჩვენი ცოდვების გამო.
იმის ნაცვლად, რომ ქრისტესმიერი სიმხნევე და სიქადული გქონდეთ მის სადიდებლად, ვინც ასეთი ღვაწლის ღირსი გაგხადათ, თქვენ პირიქით, მწუხარებით, გულისსიტყვებითა და დრტვინვით აღივსეთ? ვიმეორებ, უნდა გეამაყათ, რომ თქვენ, უბადრუკები და უღირ...
იხილეთ სრულად
იმის ნაცვლად, რომ ქრისტესმიერი სიმხნევე და სიქადული გქონდეთ მის სადიდებლად, ვინც ასეთი ღვაწლის ღირსი გაგხადათ, თქვენ პირიქით, მწუხარებით, გულისსიტყვებითა და დრტვინვით აღივსეთ? ვიმეორებ, უნდა გეამაყათ, რომ თქვენ, უბადრუკები და უღირსები, უფალმა ღვთის განგების იარაღად გაქციათ იმ რჩეული სულების ხსნისთვის, რომლებისთვისაც ქრისტე მოკვდა.