რატომ ხარ დაღონებული და დარდით დატანჯული? მწუხარების სულს საკუთარი თავის გამხნევებით და ნუგეშით უნდა დაუპირისპირდე, რომ ეშმაკის მიერ მოწოდებულ სასოწარკვეთილების აზრებს სძლიო. თუ ყურს დაუგდებ, რასაც მწუხარების ბოროტი სული შთაგაგონე...
იხილეთ სრულად
რატომ ხარ დაღონებული და დარდით დატანჯული? მწუხარების სულს საკუთარი თავის გამხნევებით და ნუგეშით უნდა დაუპირისპირდე, რომ ეშმაკის მიერ მოწოდებულ სასოწარკვეთილების აზრებს სძლიო. თუ ყურს დაუგდებ, რასაც მწუხარების ბოროტი სული შთაგაგონებს, იმედის სიხარულს ვერასოდეს იხილავ.ის, რაც საღვთო წერილშია მოთხრობილი, ჩვენს დასარიგებლად დაიწერა, რომ ამის მეშვეობით მაცდუნებელ და დამღუპველ ურჩხულს შევებრძოლოთ.
მრავალმოწყალე მამამ მისკენ მიმავალი უძღები შვილი რომ დაინახა, მიეგება, გულში ჩაიკრა და ეამბორა, არ შეეზიზღა მისი უწმინდურობა, გარეგანი და შინაგანი უბადრუკი მდგომარეობა. ვინ შეძლებს აღწეროს მამის განცდა საყვარელ შვილთან შეხვედრისას...
იხილეთ სრულად
მრავალმოწყალე მამამ მისკენ მიმავალი უძღები შვილი რომ დაინახა, მიეგება, გულში ჩაიკრა და ეამბორა, არ შეეზიზღა მისი უწმინდურობა, გარეგანი და შინაგანი უბადრუკი მდგომარეობა. ვინ შეძლებს აღწეროს მამის განცდა საყვარელ შვილთან შეხვედრისას, როცა თავისი ძე მკვდარი და დაკარგული ეგონა, ის კი ცოცხალი და მონანული იხილა? ეს სიხარულის განცდა საქმემ აჩვენა: მამამ შვილი მაშინვე უწინდელ მდგომარეობამდე აღამაღლა – ძეობა და მემკვიდრეობა დაუბრუნა.