მოთმინება, სულგრძელობა, კეთილგონიერება და კეთილგანწყობა გვმართებს, რომ გაიაროს განსაცდელმა. სიყვარული, თანადგომა, ძვირუხსენებლობა მოდიოდეს შენგან და ღმერთი ყველაფერს ისე მოაგვარებს, როგორც ჩვენს სულებს სჭირდება.
ნუ დაკარგავ სიმხნევესა და სიმამაცეს. გამართლებ, როგორც ახალბედა მებრძოლს, მაგრამ თან გწვრთნი, რომ ეშმაკის მიერ აღძრულ ჭექა-ქუხილსა და ქარიშხლებს სძლიო.
მოდით, ღირსეულად და მხნედ ვებრძოლოთ ამ ცხოვრების ყოველ შემაჭირვებელ წინააღმდეგობას, სანამ ღმერთი გვიბრძანებს, რომ მივატოვოთ ყოველივე სააქაო და მარადიულ სამყოფელში დავემკვიდროთ.
ზოგჯერ ზოგიერთი ადამიანი ღვთის ნებას ეძიებს; ზოგჯერ რომელიმე ვნებისგან გათავისუფლებას ითხოვს. ღმერთი უგზავნის მიზეზს, რაც სურვილს აუსრულებს, მას კი, ერთი შეხედვით, მდგომარეობა რთულად ეჩვენება და თავისი უყურადღებობით გამოწვეული გან...
იხილეთ სრულად
ზოგჯერ ზოგიერთი ადამიანი ღვთის ნებას ეძიებს; ზოგჯერ რომელიმე ვნებისგან გათავისუფლებას ითხოვს. ღმერთი უგზავნის მიზეზს, რაც სურვილს აუსრულებს, მას კი, ერთი შეხედვით, მდგომარეობა რთულად ეჩვენება და თავისი უყურადღებობით გამოწვეული განსაცდელი ჰგონია. მაგრამ როცა ის სიკეთე გამომჟღავნდება, რომელიც ამ გასაჭირიდან, განსაცდელიდან მოდის, აშკარა ხდება, რომ ამ განსაცდელში ის იმალებოდა, რასაც ადამიანი უფლისგან ითხოვდა – ღვთის ნება ან ვნებისგან გათავისუფლება.
ასე ვსწავლობთ ყველა განსაცდელში მოთმინება და სულგრძელობაა საჭირო, რომ მისი დასრულებისას ზუსტად გავარკვიოთ, თუ რა იმალებოდა მასში. ხშირად ისეთი განსაცდელი გვეძლევა, რომელსაც გარეგნულად არ ეტყობა, რომ რაიმე მაცხონებელს მალავს, შემდე...
იხილეთ სრულად
ასე ვსწავლობთ ყველა განსაცდელში მოთმინება და სულგრძელობაა საჭირო, რომ მისი დასრულებისას ზუსტად გავარკვიოთ, თუ რა იმალებოდა მასში. ხშირად ისეთი განსაცდელი გვეძლევა, რომელსაც გარეგნულად არ ეტყობა, რომ რაიმე მაცხონებელს მალავს, შემდეგ კი ვხედავთ – მასში საუკუნო ცხოვრებაა!