სხეულით ავადმყოფს სძულს მწარე წამლები და მტკივნეული ოპერაციები, მაგრამ იცის, რომ ექიმი მათი მეშვეობით გამოაჯანმრთელებს და ამიტომ ყველაფერს მოთმინებით იტანს. როცა კარგად გახდება, მადლობს ექიმს მისთვის გაწეული სიკეთისთვის და განვლილ...
იხილეთ სრულად
სხეულით ავადმყოფს სძულს მწარე წამლები და მტკივნეული ოპერაციები, მაგრამ იცის, რომ ექიმი მათი მეშვეობით გამოაჯანმრთელებს და ამიტომ ყველაფერს მოთმინებით იტანს. როცა კარგად გახდება, მადლობს ექიმს მისთვის გაწეული სიკეთისთვის და განვლილ ტკივილებს აღარ იხსენებს. ასევე ვიფიქროთ სულიერების სფეროშიც. მწუხარებათა მთელი ნაირფეროვნება სიძულვილს იწვევს შეჭირვებულ ადამიანში, მაგრამ შემდეგ ამას სულის ნაკვთების სიჯანსაღე მოჰყვება. დიდ მკურნალს – ღმერთს – მწუხარებ...
განსაცდელები თითოეული ადამიანის შინაგანი მდგომარეობის მოწმეა. კაპიტნის სანაოსნო გამოცდილებას ქარიშხალი გამოაჩენს. ხოლო იმას, თუ ვინ არის ქრისტიანი, ღვთისმიერი მწუხარება გამოამჟღავნებს.
მაშ, გამხნევდით, შვილებო. ჩვენ მისი მიმდევრები ვართ, ვინც ჯვარს აცვეს. ჩვენც ჯვარს ვეცმევით განსაცდელებში, მასავით აღვდგებით და მასთან ერთად ვიდიდებით უკუნითი უკუნისამდე.