ვისთვის მეტყველებდა უფლის სათაყვანო ბაგეები? განა ჩვენ არ გვანუგეშა, რომ უიმედობის ქარიშხალი როცა შეგვარყევს, ჩვენი ხომალდი ზეციერი მამისადმი სასოების, მისი მოწყალებისა და სიყვარულის ღუზას მივაბათ?
უფალმა დედამიწაზე დააარსა ეკლესია – თავისი სასძლო, რომ იგი ღვთის შვილებისთვის ევედროს ღმერთს. ჩვენს განსაწმენდად, წმინდასაყოფად და უფალთან შესაერთებლად საღვთო ევქარისტიის დიდი საიდუმლო დაგვიტოვა.
ეშმაკი, რომელსაც სიძულვილისა და შურის გამო არ მოსწონს, როცა ადამიანი სულიერად ხარობს, მის გასამწარებლად და მოსაწამლად ყველა ღონეს ხმარობს. ეს არის მისი სიხარული და მონაგები. მაგრამ ჩვენ სულიერი საშუალებებით უნდა ვეცადოთ თავი გავიმ...
იხილეთ სრულად
ეშმაკი, რომელსაც სიძულვილისა და შურის გამო არ მოსწონს, როცა ადამიანი სულიერად ხარობს, მის გასამწარებლად და მოსაწამლად ყველა ღონეს ხმარობს. ეს არის მისი სიხარული და მონაგები. მაგრამ ჩვენ სულიერი საშუალებებით უნდა ვეცადოთ თავი გავიმხნევოთ, ვინუგეშოთ და შევეწინააღმდეგოთ ეშმაკის მრავალგვარ მანქანებას.
ღვთის მსასოებელი ვინ დარჩენილა შერცხვენილი? ან სასოწარკვეთილი ვინ ცხონებულა? ეშმაკს სასოების მქონე ადამიანის ეშინია, რადგან გამოცდილებით იცის, როგორი მრავალმოწყალე ღმერთი გვყავს.
თუკი საკუთარი მამის მოიმედე შვილი მცდარი გზით არასოდეს ივლის, მით უმეტეს ის, ვინც მამათა მამაზე სასოებს, რომლის სიყვარულიც, როგორც ზეცა უფსკრულს, ისეა სხვა სიყვარულს დაშორებული და მას ვერასოდეს შეედრება!