ილოცეთ, შვილებო, და ნუ გეშინიათ. ზესთამბრძოლი ღვთისმშობელი ძლევას ისევ ჩვენ მოგვანიჭებს. იფიქრეთ დის ძვირფას სულზე, გააცნობიერეთ მისი განუზომელი ღირებულება, რადგან ქრისტე მისთვისაც მოკვდა.
ყველაფერი მოითმინე. გახსოვდეს ქრისტე, რომელსაც ლანძღავდნენ, სილას აწნავდნენ, შოლტით სცემდნენ და ბოლოს ჯვარს აცვეს. მან კი ჩვენთვის ყველაფერი დაითმინა; ჩვენც, ვისაც ამდენი ცოდვა გვაქვს, მსგავსად უნდა მოვითმინოთ მისი სიყვარულისა და ...
იხილეთ სრულად
ყველაფერი მოითმინე. გახსოვდეს ქრისტე, რომელსაც ლანძღავდნენ, სილას აწნავდნენ, შოლტით სცემდნენ და ბოლოს ჯვარს აცვეს. მან კი ჩვენთვის ყველაფერი დაითმინა; ჩვენც, ვისაც ამდენი ცოდვა გვაქვს, მსგავსად უნდა მოვითმინოთ მისი სიყვარულისა და ჩვენი სულების ცხონებისთვის.
გახსოვდეს, რომ შენ შესახებ თქმული ყოველი ბოროტი სიტყვა თითო ოქროს გვირგვინიცაა. როცა ვინმეს შეურაცხყოფენ და უხეშ სიტყვას ეუბნებიან, სტკივა, მაგრამ ეს ტკივილი ვნებებისთვის, სულის ჭრილობებისთვის სამკურნალო ბალზამი ხდება. ვერც ერთი ს...
იხილეთ სრულად
გახსოვდეს, რომ შენ შესახებ თქმული ყოველი ბოროტი სიტყვა თითო ოქროს გვირგვინიცაა. როცა ვინმეს შეურაცხყოფენ და უხეშ სიტყვას ეუბნებიან, სტკივა, მაგრამ ეს ტკივილი ვნებებისთვის, სულის ჭრილობებისთვის სამკურნალო ბალზამი ხდება. ვერც ერთი სათნოება ისე ვერ განწმენდს ადამიანს ამპარტავნებისა და სიdვის ვნებისგან, როგორც მოთმინებითა და დუმილით ატანილი შეურაცხყოფა და უგულებელყოფა.
მივიღე შენი სევდიანი წერილი. ყურადღებით წავიკითხე, ჩემი სული ტკივილით აღივსო, ვტიროდი, ცრემლითა და გლოვით ვილოცე შენთვის. მოითმინე, შვილო, ღმერთმა ასე იმიტომ მოაწყო, რომ ძალიან უყვარხარ. ალბათ, კარგად რომ ყოფილიყავი, ყურადღებით არ...
იხილეთ სრულად
მივიღე შენი სევდიანი წერილი. ყურადღებით წავიკითხე, ჩემი სული ტკივილით აღივსო, ვტიროდი, ცრემლითა და გლოვით ვილოცე შენთვის. მოითმინე, შვილო, ღმერთმა ასე იმიტომ მოაწყო, რომ ძალიან უყვარხარ. ალბათ, კარგად რომ ყოფილიყავი, ყურადღებით არ მოეპყრობოდი შენს თავს. ახლა კი, სნეულების დროს ღმერთმა ამდენი სიმდაბლე, თავისბრალობა და მოთმინება მოგმადლა და ეს სათნოა მისთვის.
ყოველთვის მადლობა შესწირე ღმერთს, რადგან მან, როგორც მამამ, თითოეული სულისთვის უმჯობესი იცის და, შესაბამისად, ცხონებისთვის სხვადასხვა საშუალებით მოგვიწოდებს იმის მიუხედავად, ვაცნობიერებთ თუ არა ამას ადამიანური არასრულყოფილებისა და...
იხილეთ სრულად
ყოველთვის მადლობა შესწირე ღმერთს, რადგან მან, როგორც მამამ, თითოეული სულისთვის უმჯობესი იცის და, შესაბამისად, ცხონებისთვის სხვადასხვა საშუალებით მოგვიწოდებს იმის მიუხედავად, ვაცნობიერებთ თუ არა ამას ადამიანური არასრულყოფილებისა და შეზღუდულობის გამო.