"სათნოება თითქმის ყოველთვის უბედურებითაა გარშემორტყმული, როგორც ვარდი - ეკლებით". - ბრძანა წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა - ეს ბევრადაა დამოკიდებული ქველმოქმედი ადამიანების ქცევის სახესა და მათ დამოკიდებულებაზე მოყვასისადმი, რომელთა ...
იხილეთ სრულად
"სათნოება თითქმის ყოველთვის უბედურებითაა გარშემორტყმული, როგორც ვარდი - ეკლებით". - ბრძანა წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა - ეს ბევრადაა დამოკიდებული ქველმოქმედი ადამიანების ქცევის სახესა და მათ დამოკიდებულებაზე მოყვასისადმი, რომელთა შორისაც ცხოვრობენ და მოქმედებენ ისინი.
თავმდაბლობა ყოველთვის ღვთისმოსავთ ახლავს თან: თუ მათ უბედურება შეემთხვევათ, ამბობენ: ასეც უნდა ყოფილიყო" ანდა: "ჩემი ცოდვების გამო ესეც ცოტაა"; თუ ბედნიერება ეწვევათ - ისინი აღიარებენ, რომ ამის ღირსნი არ არიან.
ამბა პამპოს შესახებ ყვებოდნენ, რომ იგი სიკვდილის მოახლოებისას ზუსტად გარდაცვალების წუთებში მასთან მყოფ მამებს ეუბნებოდა: "იმ დროიდან, რაც ამ უდაბნოში მოვედი, სენაკი ავიშენე და იქ დავსახლდი, არ მახსოვს, რომ ოდესმე საკუთარი ხელით ნა...
იხილეთ სრულად
ამბა პამპოს შესახებ ყვებოდნენ, რომ იგი სიკვდილის მოახლოებისას ზუსტად გარდაცვალების წუთებში მასთან მყოფ მამებს ეუბნებოდა: "იმ დროიდან, რაც ამ უდაბნოში მოვედი, სენაკი ავიშენე და იქ დავსახლდი, არ მახსოვს, რომ ოდესმე საკუთარი ხელით ნაშრომის გარდა სხვა პური მეჭამოს და არასოდეს მინანია სიტყვები, რომელიც ოდესმე, რომელიც ოდესმე, თუნდაც ამ წუთამდე მითქვამს. ახლა კი ღმერთთან მივდივარ ისე, თითქოს არც კი დამეწყოს მისთვის მსახურება.