"როგორც გონიერი ფუტკარი აგროვებს ყვავილებისაგან თაფლს, ასევე შენც - გირჩრვს წმიდა წფრემ ასური, - კითხვის საშუალებით მოიპოვე შენი სულის წამალი", ანდა წმიდა ნილოს სინელის თქმით: "ნუ დაგეზარება კითხვისაგან სარგებლობის შეძენა".
წმიდა წიგნების კითხვა ხშირადაა საჭირო, რათა ჩვენი გონება განათლდეს. როდესაც დანით ჭრი, ის ბლაგვდება, ხოლო როდესაც ძელაკზე ალესავ, მჭრელი გახდება, - ასევე ემართება გონებასაც წმიდა წიგნების წაკითხვისას.
ძველები ფიქრობდნენ, რომ არსებობს ცხოველი, რომლის ერთი შეხედვაც კი სიკვდილის მომტანია; სწორედ ასეთია უზნეო წიგნი: მისი კითხვა სულისათვის მიყენებული პირველი სასიკვდილო დარტყმაა, რომელსაც აუცილებლად მოსდევს მრავალი სხვა დარტყმა.
ოდესღაც ეგვიპტის მეფემ ბრძანა, მის მიერ დაარსებული ბიბლიოთეკისათვის დაეწერათ: "სულოს წამალი". ჩვენს დროში, პირიქით, არის წიგნები, რომლებსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ "სულის შხამი" და რომლებიც მას ისე უნდა მოვაცილოთ, როგორც ჩვენს მა...
იხილეთ სრულად
ოდესღაც ეგვიპტის მეფემ ბრძანა, მის მიერ დაარსებული ბიბლიოთეკისათვის დაეწერათ: "სულოს წამალი". ჩვენს დროში, პირიქით, არის წიგნები, რომლებსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ "სულის შხამი" და რომლებიც მას ისე უნდა მოვაცილოთ, როგორც ჩვენს მაგიდას ვაცილებთ მავნე ანდა მოწამლულ საჭმელს; რამეთუ კითხვა სულისათვის იგივეა, რაც - კვება სხეულისათვის: როგორც ეს უკანასკნელი საკვების მიღებით მას წვნად და სისხლად აქცევს, ასევე სული იკვებება წიგნებიდან მიღებული შთაბეჭდილ...