ატილა, საყოველთაო დამპყრობელი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, საყოველთაო მძარცველი და მაოხრებელი, საკუთარ თავზე ამბობდა: "სადაც ჩემი ცხენი გაივლის, იქ ბალახი არ ამოდის". ბოროტი ადამიანები ბოროტებით თავსაც იქებენ, კეთილნი კი სიკეთის ქმნისა...
იხილეთ სრულად
ატილა, საყოველთაო დამპყრობელი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, საყოველთაო მძარცველი და მაოხრებელი, საკუთარ თავზე ამბობდა: "სადაც ჩემი ცხენი გაივლის, იქ ბალახი არ ამოდის". ბოროტი ადამიანები ბოროტებით თავსაც იქებენ, კეთილნი კი სიკეთის ქმნისას დუმან.
გონიერი ბევრს არ ლაპარაკობს. იგი ყოველთვის ერთნაირია. ჭკვიანის გონება ყოველთვის ღვთისკენაა მიმართული. მის გულში ღმერთი სახლობს. გონიერს მხოლოდ ის სურს, რისი მოპოვებაც მას ძალუძს სწორად, ზომიერად გამოიყენებს და სიამოვნებით აცნობებს...
იხილეთ სრულად
გონიერი ბევრს არ ლაპარაკობს. იგი ყოველთვის ერთნაირია. ჭკვიანის გონება ყოველთვის ღვთისკენაა მიმართული. მის გულში ღმერთი სახლობს. გონიერს მხოლოდ ის სურს, რისი მოპოვებაც მას ძალუძს სწორად, ზომიერად გამოიყენებს და სიამოვნებით აცნობებს სხვებს.
კონკრეტული აზრით მხოლოდ ქველმოქმედ და წმიდა ადამიანებს შეიძლება, ეწოდოთ ბრძენნი. ის კი არ არის ბრძენი, ვინც ბევრი იცის, არამედ ის, ვინც კეთილგონიერებით ცხონდა.