ნუ გახვალ მეძავი ქალის შესახვედრად, რათა მის მახეში არ გაება.
თ. 7-9
შეუბრალებელია საკუთარი თავის მიმართ, ვინც არ უფრთხილდება სიტყვებს, თავს ვერ დაიცავს სიავისა და ბორკილებისაგან.
თ. 13-14
ტკბილი ბაგე მეგობრებს იმრავლებს, ამაოდმეტყველი ენა კი - კეთილ განწყობას.
თ. 4-6
სჯობს მიწაზე დაცურდეს ფეხი, ვიდრე ენაზე. ამგვარად ჩქარა მოაწევს ბოროტთა დაცემა.
უმადლო კაცი უდროო არაკია, მუდამ პირზე რომ აკერიათ უმეცართ.
სულელის პირით თქმული იგავი უარსაყოფია, რადგან თავის დროზე არ ამბობს მას.
...
იხილეთ სრულად

თ. 19-20
link
რადგან სიბრძნე სიტყვით შეიცნობა და ცოდნა ენის მეტყველებით.
წინ ნუ აღუდგები ჭეშმარიტებას და შენი უმეცრებისა გრცხვენოდეს.
თ. 4-6
მოისმინე სიტყვა? მოკვდეს შენთან ერთად. ნუ გეშინია, არ აგაფეთქებს.
სულელს ისე ატკივებს სიტყვა, როგორც მშობიარეს შობადი ჩვილი.
რაღა ბარძაყში გარჭობილი ისარი და რაღა სიტყვა სულელის გულში.
ჰკითხე მეგობარს, იქნებ მას ...
იხილეთ სრულად
მოისმინე სიტყვა? მოკვდეს შენთან ერთად. ნუ გეშინია, არ აგაფეთქებს.
სულელს ისე ატკივებს სიტყვა, როგორც მშობიარეს შობადი ჩვილი.
რაღა ბარძაყში გარჭობილი ისარი და რაღა სიტყვა სულელის გულში.
ჰკითხე მეგობარს, იქნებ მას არ ჩაუდენია და თუ ჩაიდინა, მომავალში ნუღარ ჩაიდენს.
ჰკითხე მახლობელს, იქნებ არ უთქვამს და თუ თქვა, ნუღარ გაიმეორებს.
ჰკითხე მეგობარს, რადგან ხშირად იბადება ცილისწამება და ყველა სიტყვას ნუ ირწმუნებ.
ზოგი სცოდავს, მაგრამ არა სულით, ენით კი ...
link
იყავი სწრაფი მოსასმენად და პასუხი სულგრძელებით გაეცი.
თუ გაქვს ცოდნა, მოყვასს უპასუხე, თუ არა და, ბაგეზე გედოს ხელი.
პატივი და უპატიობა სიტყვებშია და კაცის დამღუპველი მისი ენაა.
ნუ განითქმები დამსმენად და ენით ნუ...
იხილეთ სრულად
იყავი სწრაფი მოსასმენად და პასუხი სულგრძელებით გაეცი.
თუ გაქვს ცოდნა, მოყვასს უპასუხე, თუ არა და, ბაგეზე გედოს ხელი.
პატივი და უპატიობა სიტყვებშია და კაცის დამღუპველი მისი ენაა.
ნუ განითქმები დამსმენად და ენით ნუ იმზაკვრებ, რადგან ქურდს სირცხვილი, ორპირს კი სასტიკი განაჩენი ერგება წილად.
თ. 4-6
link
ვიდრე არ გამოიძიებ, ნუ გაკიცხავ, ჯერ დაფიქრდი და შემდეგ შერისხე.
ვიდრე არ მოისმენ, ნუ უპასუხებ და სიტყვას შუაში ნუ გააწყვეტინებ.
საქმეზე, რომელიც შენ არ გეხება, ნუ კამათობ და ცოდვილთა დასჯაში მონაწილეობას ნუ მიიღებ.

თ. 10-11
link
შვილო, მშვიდად წარმართე შენი საქმეები და ღვთის სათნო კაცი შეგიყვარებს.
რამდენადაც დიდი ხარ, იმდენად დაიმდაბლე შენი თავი და უფლის წინაშე მადლს იპოვი.
რადგან დიდია უფლის მეუფება და მორჩილთაგან იდიდება იგი.
თ. 3-4
თავმდაბალს სიბრძნე აამაღლებს და დიდებულთა შორის დასვამს.
თ. 10-11