შვილო, ხელს ნუ მოჰკიდებ მრავალ საქმეს, რადგან საქმეთა სიმრავლეში უცოდველი ვერ დარჩები და, თუ გამოეკიდები მათ, ვერ დაწევეი და გაქცევითაც ვერ გაექცევი.
ზოგი შრომობს, ოფლს ღვრის და ჩქარობს, მაგრამ მაინც გაჭირვებაშია.
ზოგი...
იხილეთ სრულად

ზოგი ზანტია, შეწევნის მთხოვნელი, ძალ-ღონით სუსტი და სიღატაკეში ყელამდე ჩაფლული, მაგრამ უფლის თვალმა სასიკეთოდ შეხედა და მან წამოაყენა იგი მისი სიმდაბლისაგან.
აამაღლა იგი და მრავალნი გაოცდნენ მის გამო.
სიკეთე და ბოროტება, სიცოცხლე და სი...
link
შენთვის მეტისმეტად საძნელოს ნუ ეშურები და შენს ძალაზე აღმატებულს ნუ გამოიკვლევ.
რაც გებრძანება, ის გულისხმაჰყავ, რადგან დაფარული არ გჭირდება.
შენს მრავალ საქმეთაგან ზედმეტს ნუ ეშურები, რადგან მასზე მეტი გამოგეცხადა, რი...
იხილეთ სრულად
შენთვის მეტისმეტად საძნელოს ნუ ეშურები და შენს ძალაზე აღმატებულს ნუ გამოიკვლევ.
რაც გებრძანება, ის გულისხმაჰყავ, რადგან დაფარული არ გჭირდება.
შენს მრავალ საქმეთაგან ზედმეტს ნუ ეშურები, რადგან მასზე მეტი გამოგეცხადა, რისი შეცნობაც ადამიანს შეუძლია.
რადგან მრავალი აცდუნა მათმა განზრახულმა და უკეთურმა ოცნებამ დაღუპა მათი გონება.
თ. 3-4
link
საწყრომია უპატიობა და დიდი სირცხვილი, როცა ცოლი ბატონობს ქმარზე.
დამდაბლებული გული, სევდიანი სახე და გულის ჭრილობაა ავი ცოლი; დაშვებული ხელები და დაუძლურებული მუხლები, თავის ქმარს რომ არ აბედნიერებს.
ქალისაგანაა სათავე...

ქალისაგანაა სათავე ცოდვისა და მის გამო ვიხოცებით ყველანი.
ნუ მისცემ წყალს გასავალს და სიტყვის უფლებას ავ დედაკაცს.
თუ შენი ხელით ვერ წარმართე, მოიკვეთე იგი შენგან.
თ. 24-25
link
ქალი ყველა მამაკაცს მიიღებს, მაგრამ არის ასული ასულის მჯობი.
ქალის სილამაზე სახეს ამხიარულებს და მამაკაცისათვის ყველაზე მეტად სანატრელია.
თუ მას ენაც თბილი და ალერსიანი აქვს, მაშინ მის ქმართ ვერავინ შეედრება ადამის ძეთ...
იხილეთ სრულად
ქალი ყველა მამაკაცს მიიღებს, მაგრამ არის ასული ასულის მჯობი.
ქალის სილამაზე სახეს ამხიარულებს და მამაკაცისათვის ყველაზე მეტად სანატრელია.
თუ მას ენაც თბილი და ალერსიანი აქვს, მაშინ მის ქმართ ვერავინ შეედრება ადამის ძეთაგან.
ცოლის მომყვანი საუკეთესო ქონებას იძენს - შესაფერის დამხმარეს და შვების საყრდენს.
სადაც არ არის ზღუდე, იქ ქონება იტაცება, ხოლო სადაც ცოლი არ არის, იკვნესებს მოხეტიალე კაცი.
რადგან, ვინ ენდობა იარაღასხმულ ავაზაკს, ქალაქიდან ქალა...
link
ნუ მიატოვებ ცოლს, ჭკვიანს და კეთილს, რადგან მისი მადლი ოქროზე მეტია.
თ. 6-7
მე, მამას, მისმინეთ შვილებო და ისე მოიქეცით, რომ გადარჩეთ.
რადგან უფალმა შვილებზე აამაღლა მამა და დედის მსჯავრი დაამტკიცა ძეთა ზედა.
მამის პატივისმცემელი ცოდვათაგან განიწმინდება
და საუნჯის მაუნჯებელივით არის დედი...
იხილეთ სრულად
მე, მამას, მისმინეთ შვილებო და ისე მოიქეცით, რომ გადარჩეთ.
რადგან უფალმა შვილებზე აამაღლა მამა და დედის მსჯავრი დაამტკიცა ძეთა ზედა.
მამის პატივისმცემელი ცოდვათაგან განიწმინდება
და საუნჯის მაუნჯებელივით არის დედის მადიდებელი.
მამის პატივისმცემელი შვილებით გაიხარებს და მისი ვედრების ჟამს შესმენილ იქნება.
მამის მადიდებელი დღეგრძელი იქნება და უფლის მორჩილი თავის დედას შვებას მოუტანს.
როგორც ბატონებს, ისე დაემორჩილება თავის მშობლებს.
საქმით და სიტყვი...
link
ბედნიერია კარგი ცოლის ქმარი და რიცხვი მისი დღეებისა გაორმაგდება.
ერთგული ცოლი ახარებს თავის ქმარს და მის წლებს სიმშვიდით აღავსებს.
კარგი ცოლი კარგი ხვედრია, წილად ერგებათ უფლის მოშიშებს.
მდიდარია თუ ღარიბი, დაამე...
იხილეთ სრულად
ბედნიერია კარგი ცოლის ქმარი და რიცხვი მისი დღეებისა გაორმაგდება.
ერთგული ცოლი ახარებს თავის ქმარს და მის წლებს სიმშვიდით აღავსებს.
კარგი ცოლი კარგი ხვედრია, წილად ერგებათ უფლის მოშიშებს.
მდიდარია თუ ღარიბი, დაამებული ექნება გული, სახე კი ყოველჟამს მხიარული.
თ. 26-27
link
თუ სიბრძნე გსურს, მცნებები დაიცავი და უფალი მოგმადლებს მას (თ. 1-3)
ზოგჯერ მხილება უდროოა და ზოგჯერ, ვინც დუმს, ის არის გონიერი.
მხილება სჯობს ლიტონ გულისწყრომას,
რადგან ნაკლში მხილებული თავს შეიკავებს.
თ. 19-20
უფლის მოშიში მეგობრობას ისე წარმართავს, რომ როგორიც თვითონაა, იმგვარივე იყოს მისი მახლობელი.
თ. 6-7