წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
თითოეულის საიდუმლო იცის ღმერთმა და სინდისმა. სწორედ აქედან უნდა დაიწყოს საკუთარი თავის გამოსწორება ყველამ.
ჭეშმარიტი მონანული არ მიიჩნევს, რომ მისი შრომა წარსული ცოდვის სანაცვლოა, არამედ ამით ღმერთს აცოდებს თავს.
სასიკვდილოა მონანიების გარეშე დატოვებული ყოველი ცოდვა, რომელზეც სხვის გამო წმინდანმაც რომ ილოცოს, არ იქნება შესმენილი.
თავმდაბლის ბაგენი ჭეშმარიტებას ღაღადებენ და ვინც მას ეწინააღმდეგება, იმ მსახურს ემსგავსება, უფალს რომ ლოყაში გაარტყა.
თავმდაბალ ადამიანს მართალი სიტყვა ახასიათებს, რამდენადაც ის არც ღმერთის მოთმინებას ცდის და არც ღვთის მცნებების ხშირი დარღვევით მარცხდება.