ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ - ციტატები, გამონათქვამები
ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ - ციტატები, გამონათქვამები ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ, წიგნი
64. როგორც სხეული სცოდავს საქმით და თავის გამოსასწორებლად ხორციელი სათნოებანი გააჩნია, რითაც უბიწო ხდება; ასევე გონებაც სცოდავს ვნებიანი ფიქრებით და გამოსასწორებლად სულიერი სათნოებანი გააჩნია და, წმინდად და უმწიკვლოდ უცქერის რა სა... იხილეთ სრულად
63. არავინ გაცდუნოს, მდაბალო მონაზონო, იმ აზრით, რომ თითქოს შენი ცხონება შეიძლებოდეს, თუ ავხორცობასა და პატივმოყვარეობას ემსახურები.
62. როგორც სიკვდილის შედეგად სხეული სავსებით განეშორება ყოფით საგნებს, ასევე სრულყოფილი ლოცვის ზემოქმედებით მოკვდინებული გონება ყოველგვარ ამქვეყნიურ ზრახვას სწყდება. და თუ ამგვარი სიკვდილით არ მოკვდება, მაშინ ღმერთთან ცხოვრებასა დ... იხილეთ სრულად
61. ამბობენ, რომ ლოცვის უმაღლესი მდგომარეობაა ის, როცა ლოცვის ჟამს გონება სხეულის მიღმაა, სავსებით ვერ ხედავს და ვერ ამჩნევს წუთისოფელს. ვინც მტკიცედ ინარჩუნებს ამგვარ მდგომარეობას, ის ჭეშმარიტად დაუცხრომლად ლოცულობს.
60. თავმოყვარეობის ვნება მონაზონს თითქოსდა ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით, სხეულის დაზოგვას, საკვებთან მიმართებაში ლმობიერებას და სხეულის გონივრულ მართვას შთააგონებს, რათა, თანდათან სხეულისაკენ გადახრით, იგი ავხორცობის უფსკრულში... იხილეთ სრულად
59. ერიდე ბოროტებათა მშობელს, თავმოყვარეობას, რომელიც სხეულის უგონო სიყვარულია, რამეთუ მისგან, მოჩვენებითი სიკეთის სახით, წარმოიშობა სამი პირველი და თანდაყოლილი ვნება და დაუოკებელი გულისთქმანი, კერძოდ კი ნაყროვანება, ვერცხლოსმოყვა... იხილეთ სრულად
58. ღვთის სიყვარული თავის თანაზიარს ყოველგვარ წარმავალ სიამეს, ყოველგვარ ტანჯვასა და მწუხარებას არად მიაჩნევინებს. ამაში დაგვარწმუნებს ყველა წმინდანი, რომელთაც ამდენი ტანჯვა გადაიტანეს ქრისტეს გამო.
51. როცა შენიშნავ, რომ შენი გონება ნივთიერ საგნებში ტკბობას ჰპოვებს და მათზე სიამოვნებით ფიქრობს, იცოდე, რომ ღმერთზე მეტად შენ ისინი გიყვარს. "რამეთუ სადაცა არს საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი", ამბობს უფალი (მათ.6,21).
52. გონება, რომელიც უფალსაა მინდობილი და ლოცვითა და სიყვარულით მასთან ჰგიებს, არის ბრძენი, კეთილი, ძლიერი, კაცთმოყვარე, მოწყალე, სულგრძელი და უბრალოდ რომ ვთქვათ, თითქმის ყველა ღვთიური თვისების მატარებელი. ხოლო ღვთისაგან განშორებულ... იხილეთ სრულად
53. წმიდა წერილი გრძნობად საგნებს წუთისოფელს უწოდებს და ვისაც ამით აქვს გონება მოცული, არის წუთისოფლისა, რომლისადმი ძლიერი მიჯაჭვულობის გამო წმიდა წერილი ამბობს: "ნუ შეიყვარებ ამ წუთისოფელს, ნურც ამ წუთისოფლისას რასმე, ვინაიდან ამ... იხილეთ სრულად