ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ - ციტატები, გამონათქვამები
ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ - ციტატები, გამონათქვამები ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ, წიგნი
68. მშიერის გონება პურზე ოცნებობს, მწყურვალისა კი წყალზე, გემოთმოყვარისა სხვადასხვა სახის სანოვაგეზე, ავხორცისა - დედაკაცზე, პატივმოყვარისა - ადამიანთაგან თაყვანისცემაზე, ვერცხლისმოყვარისა - სიმდიდრეზე, გულღვარძლიანისა - შეურაცხმყ... იხილეთ სრულად
67. ამბობენ, ხუთი მიზეზის გამო დაუშვებს ღმერთი, რომ დემონები შეგვებრძოლონ: პირველი მიზეზია ის, რომ ჩვენ, ნაბრძოლთ და წინააღმდეგობაგამოვლილთ, შეგვეძლოს სათნოებისა და ცოდვის გარჩევა; მეორე - როცა ჩვენ ბრძოლითა და შრომით მოვიპოვებთ ს... იხილეთ სრულად
66. ცოდვილისათვის შეუძლებელია, მომავალ სამსჯავროს გადაურჩეს ამქვეყნიური ნებსითი მძიმე შრომისა, ან უნებლიე უბედურებით გამოწვეული ტანჯვის გარეშე.
45. ზოგს განსაცდელი წარსულში ჩადენილ ცოდვათა აღსახოცად შეემთხვევა; ზოგს - აწმყოში ქმნულთა აღსაკვეთად, ზოგს კი - მომავალში აღსასრულებელთა ასარიდებლად, გარდა იმ განსაცდელისა, რომელიც ადამიანს გამოცდის მიზნით ხვდება, რაც იობს შეემთხვ... იხილეთ სრულად
42. თუ უეცრად განსაცდელი შეგემთხვევა, ნუ დაადანაშაულებ მას, ვისი მეშვეობითაც იგი მოვიდა, არამედ ეძიე, თუ რატომ მოვიდა და გამოსწორდები. რამეთუ მისი თუ სხვისი მეშვეობით უნდა გეგემა ღვთის მსჯავრთა ფიალის სიმწარე.
43. რაც მეტად ცოდვილი ხარ, მით ნაკლებად უარყავი ხორციელი სივიწროვე, რათა, მისით დამდაბლებულმა, ამპარტავნობა უკუაგდო.
44. განსაცდელს ადამიანთათვის ზოგჯერ სიამოვნება მოაქვს, ზოგჯერ - მწუხარება. ზოგჯერ კი - ხორციელი ტანჯვა. რამეთუ სულთა მკურნალი, თავისი განგებით, სულში არსებულ ვნებათა მიზეზის შესაბამის წამალს იყენებს.
47. არსებობენ საშუალებანი, რომლებიც ვნებათა მოქმედებას აბრკოლებენ და არ აძლევენ ზრდის უფლებას. ასე, მაგალითად, მარხვა, შრომა და მღვიძარება ავხორცობას არ აძლევს ზრდის უფლებას; ხოლო განმარტოება, ცოდნა, ლოცვა და ღვთის სიყვარული ამცირ... იხილეთ სრულად
48. ვისი გონებაც დაუცხრომელად ღვთისაკენ ილტვის, მას გულისთქმა ღვთის წადილში გადაეზრდება, ხოლო გულისწყრომა კი მთლიანად ღვთის სიყვარულად ექცევა. რამეთუ, ღვთიურ ნათელთან ხანგრძლივი ერთიერთობის შედეგად, გონება სავსებით ნათლითმოსილი ხდ... იხილეთ სრულად
41. თითქმის ყველა ცოდვა საკუთარი თავის საამებლად წარმოიქმნება და ამიტომ ან სინანულის შედეგად, ნებსითი თუ უნებლიე შრომითა და ტანჯვით აღიხოცება, ან იმ განსაცდელის ზემოქმედებით, რომელიც ჩვენდამი ღვთის განზრახვაზეა დამოკიდებული. "ჩვენ... იხილეთ სრულად