ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ - ციტატები, გამონათქვამები
ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ - ციტატები, გამონათქვამები ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ, წიგნი
40. ვნებათა უმოქმედობის ჟამს ამპარტავნობა წარმოიშობა, როცა მათი მიზეზები შეუმჩნეველია, ანდა როცა დემონები მზაკვრულად გარბიან.
41. თითქმის ყველა ცოდვა საკუთარი თავის საამებლად წარმოიქმნება და ამიტომ ან სინანულის შედეგად, ნებსითი თუ უნებლიე შრომითა და ტანჯვით აღიხოცება, ან იმ განსაცდელის ზემოქმედებით, რომელიც ჩვენდამი ღვთის განზრახვაზეა დამოკიდებული. "ჩვენ... იხილეთ სრულად
42. თუ უეცრად განსაცდელი შეგემთხვევა, ნუ დაადანაშაულებ მას, ვისი მეშვეობითაც იგი მოვიდა, არამედ ეძიე, თუ რატომ მოვიდა და გამოსწორდები. რამეთუ მისი თუ სხვისი მეშვეობით უნდა გეგემა ღვთის მსჯავრთა ფიალის სიმწარე.
43. რაც მეტად ცოდვილი ხარ, მით ნაკლებად უარყავი ხორციელი სივიწროვე, რათა, მისით დამდაბლებულმა, ამპარტავნობა უკუაგდო.
44. განსაცდელს ადამიანთათვის ზოგჯერ სიამოვნება მოაქვს, ზოგჯერ - მწუხარება. ზოგჯერ კი - ხორციელი ტანჯვა. რამეთუ სულთა მკურნალი, თავისი განგებით, სულში არსებულ ვნებათა მიზეზის შესაბამის წამალს იყენებს.
45. ზოგს განსაცდელი წარსულში ჩადენილ ცოდვათა აღსახოცად შეემთხვევა; ზოგს - აწმყოში ქმნულთა აღსაკვეთად, ზოგს კი - მომავალში აღსასრულებელთა ასარიდებლად, გარდა იმ განსაცდელისა, რომელიც ადამიანს გამოცდის მიზნით ხვდება, რაც იობს შეემთხვ... იხილეთ სრულად
46. კეთილგონიერი, ფიქრობს რა ღვთის განგების განმკურნებელ ძალაზე, მადლიერებით იტანს მასზე დამტყდარ უბედურებას, თავისი ცოდვების გარდა, სხვას არავის ადანაშაულებს მასში. ხოლო უგუნური, როცა სცოდავს და ამის გამო ისჯება, თავისი უბედურები... იხილეთ სრულად
47. არსებობენ საშუალებანი, რომლებიც ვნებათა მოქმედებას აბრკოლებენ და არ აძლევენ ზრდის უფლებას. ასე, მაგალითად, მარხვა, შრომა და მღვიძარება ავხორცობას არ აძლევს ზრდის უფლებას; ხოლო განმარტოება, ცოდნა, ლოცვა და ღვთის სიყვარული ამცირ... იხილეთ სრულად
48. ვისი გონებაც დაუცხრომელად ღვთისაკენ ილტვის, მას გულისთქმა ღვთის წადილში გადაეზრდება, ხოლო გულისწყრომა კი მთლიანად ღვთის სიყვარულად ექცევა. რამეთუ, ღვთიურ ნათელთან ხანგრძლივი ერთიერთობის შედეგად, გონება სავსებით ნათლითმოსილი ხდ... იხილეთ სრულად
59. ერიდე ბოროტებათა მშობელს, თავმოყვარეობას, რომელიც სხეულის უგონო სიყვარულია, რამეთუ მისგან, მოჩვენებითი სიკეთის სახით, წარმოიშობა სამი პირველი და თანდაყოლილი ვნება და დაუოკებელი გულისთქმანი, კერძოდ კი ნაყროვანება, ვერცხლოსმოყვა... იხილეთ სრულად