ჩვენ მოწყალებას მაშინ შეიწირავს უფალი, როცა იგი პატიოსანი შრომის ნაყოფიდან იქნება გაღებული და არა ნაძარცვ–ნაპარავიდან. მოწყალება რომ გაიღო, საკუთარ თავს უნდა მოაკლო, შეამცირო საკუთარი ხარჯი, უარი უნდა თქვა ფუფუნებაზე, არ შეიძინო მ...
იხილეთ სრულად
ჩვენ მოწყალებას მაშინ შეიწირავს უფალი, როცა იგი პატიოსანი შრომის ნაყოფიდან იქნება გაღებული და არა ნაძარცვ–ნაპარავიდან. მოწყალება რომ გაიღო, საკუთარ თავს უნდა მოაკლო, შეამცირო საკუთარი ხარჯი, უარი უნდა თქვა ფუფუნებაზე, არ შეიძინო მეტისმეტად ძვირფასი ნივთები, რომელთა გარეშეც იოლად გახვალ ამ ცხოვრებაში, რამეთუ ისინი ღარიბთა საკუთრებიდან არის მიტაცებული და ჩვენი ქონების ნამატიც მათ ეკუთვნით – აი, ასე ფიქრობენ წმიდა მამები.
ვისაც სიძუნწე ჯერ კიდევ არ შეგინანებიათ, შენდობისათვის განსაკუთრებული აღსარება უნდა ჩააბაროთ მოძღვარს. ეს ეხება ყველას, ვინც არ დახმარებია მშიერს, მწყურვალს, შიშველსა და უსახლკაროს; იქნებ სულაც ვინმე გარდაიცვალა თქვენი უსულგულობის...
იხილეთ სრულად
ვისაც სიძუნწე ჯერ კიდევ არ შეგინანებიათ, შენდობისათვის განსაკუთრებული აღსარება უნდა ჩააბაროთ მოძღვარს. ეს ეხება ყველას, ვინც არ დახმარებია მშიერს, მწყურვალს, შიშველსა და უსახლკაროს; იქნებ სულაც ვინმე გარდაიცვალა თქვენი უსულგულობის, გულგრილობის მიზეზით.
უთმობთ თუ არა თუნდაც მცირე დროს მოწყალების საქმეთა აღსრულებას? ხომ ჰყავს თითოეულ თქვენგანს თუნდაც ერთი სნეული, უძლური ნაცნობი, განა ეხმარებით მას? არა! ჩვენ დრო და ძალა არა გვყოფნის ამისათვის. ხოლო ჭორაობისა და განკითხვისათვის, გა...
იხილეთ სრულად
უთმობთ თუ არა თუნდაც მცირე დროს მოწყალების საქმეთა აღსრულებას? ხომ ჰყავს თითოეულ თქვენგანს თუნდაც ერთი სნეული, უძლური ნაცნობი, განა ეხმარებით მას? არა! ჩვენ დრო და ძალა არა გვყოფნის ამისათვის. ხოლო ჭორაობისა და განკითხვისათვის, გართობისა და არაფრისმომცემი წიგნების კითხვისათვის დრო საკმარისად გვრჩება. ამავე დროს სიხარბეც გვძლევს – სნეულთან ხელცარიელი ხომ ვერ მივალთ, ჩვენ კი ფული გვენანება, თავსაც იმით ვიმშვიდებთ, რომ დრო არა გვაქვს ავადყოფის მოსან...
იქნებ რომელიმე თქვენგანმა ფული ანდა ნივთები გადაინახა „შავი დღისათვის“ და არ დაუხარჯავს თავისი ან მოყვასის საჭიროებისათვის, რათა გადადებულისათვის არ მოეკლო. უხაროდა, როცა ეს დანაზოგი მრავლდებოდა და წუხდა, როდესაც აკლდებოდა თუნდაც ...
იხილეთ სრულად
იქნებ რომელიმე თქვენგანმა ფული ანდა ნივთები გადაინახა „შავი დღისათვის“ და არ დაუხარჯავს თავისი ან მოყვასის საჭიროებისათვის, რათა გადადებულისათვის არ მოეკლო. უხაროდა, როცა ეს დანაზოგი მრავლდებოდა და წუხდა, როდესაც აკლდებოდა თუნდაც მცირედი. ამით იგი სცოდავდა, რადგან იმედს საკუთარ სიმდიდრეზე ამყარებდა და არა ღმერთზე. წმიდა მამა სიმონ ახალი ღმრთისმეტყველი მკაცრად ამბობს ამის შესახებ: „ვისაც ფული აქვს გადანახული, მას არ შეუძლია რწმენა და სასოება უფლის...
ჩვენ არ ვეძებთ იმ გაჭირვებულებს, რომელთაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ. რომც მიგვითითონ ვინმე ხელმოკლეზე, უმალ მისი შემოსავლის თვლას დავიწყებთ, განვიკითხავთ მის ცხოვრების წესს და ყოველნაირად შევეცდებით გავამართლოთ ჩვენი სიძუნწე. ზოგჯ...
იხილეთ სრულად
ჩვენ არ ვეძებთ იმ გაჭირვებულებს, რომელთაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ. რომც მიგვითითონ ვინმე ხელმოკლეზე, უმალ მისი შემოსავლის თვლას დავიწყებთ, განვიკითხავთ მის ცხოვრების წესს და ყოველნაირად შევეცდებით გავამართლოთ ჩვენი სიძუნწე. ზოგჯერ გვეწვევა კეთილი აზრი – გავცეთ ზედმეტი, რაც დაგვიგროვდა კარადასა და სკივრში და ამ მიზნით შევუდგებით მათ გადასინჯვას. იმავდროულად მაცდური აზრიც გვეწვევა, რომ ეს სამოსელი შემდეგშიაც გამოგვადგება, ხოლო ზოგიერთის გაყიდვაც ...
წამიერი აღფრთოვანებისა და გატაცების წუთებში ჩვენ მზადა ვართ გავცეთ შესაწირავი, მაგრამ ყოველდღიური ცხოვრების ყოფითი დაბრკოლებების პირობებში, როდესაც ჩვენს თავს უსამართლოდ დაჩაგრულად ვთვლით და ირგვლივ უსიტყვო, უსიამოვნო განწყობილება...
იხილეთ სრულად
წამიერი აღფრთოვანებისა და გატაცების წუთებში ჩვენ მზადა ვართ გავცეთ შესაწირავი, მაგრამ ყოველდღიური ცხოვრების ყოფითი დაბრკოლებების პირობებში, როდესაც ჩვენს თავს უსამართლოდ დაჩაგრულად ვთვლით და ირგვლივ უსიტყვო, უსიამოვნო განწყობილებას ვგრძნობთ, მოწყალების საქმეთა აღსრულება ჩვენთვის შეუძლებელი ღვაწლი ხდება. ეს კი იმიტომ ხდება, რომ მხოლოდ ჩვენს თავს ველოლიავებით; არ გვინდა რაიმეთი შევიზღუდოთ, ჩვენი კეთილმოწყობილი ცხოვრებიდან მცირე რამ მსხვერპლად შევწი...
ეკლესია სულიერი გაჯანსაღებისათვის მარხვებს გვთავაზობს, მაგრამ ჩვენ გვეძნელება მარხვის დაცვა და ვარღვევთ მას გემოთმოყვარეობისა და თავშეუკავებლობის გამო. რა მიზეზს აღარ ვიგონებთ, რომ დავარღვიოთ მარხვა. ღირსი მამა სერაფიმე საროველი კ...
იხილეთ სრულად
ეკლესია სულიერი გაჯანსაღებისათვის მარხვებს გვთავაზობს, მაგრამ ჩვენ გვეძნელება მარხვის დაცვა და ვარღვევთ მას გემოთმოყვარეობისა და თავშეუკავებლობის გამო. რა მიზეზს აღარ ვიგონებთ, რომ დავარღვიოთ მარხვა. ღირსი მამა სერაფიმე საროველი კი ამბობდა, რომ: „პურსა და წყალს ჯერ არავისთვის მოუტანია ზიანი“, მისგან არავინ მომკვდარა, ჩვენ კი, ათასნაირ ხრიკს ვიგონებთ, რათა თავიდან ავირიდოთ საკვების შეზღუდვა. დღეს ვისღა ახსოვს სულიერი მარხვა, რაც ვნებათა ალაგმვას, ...
ღმრთისაკენ მიმავალი გზა ლოცვაა. თუ სული ცოდვისაგან განიკურნება, იგი მიილტვის ლოცვისაკენ, ცდილობს ლოცვით შეუერთდეს ღმერთს. ჩვენ თითქმის არ ვლოცულობთ, იშვიათად დავდივართ ტაძარში, სახლში ლოცვაც კი უსიამოვნო ტვირთად გვაწევს. ყველაფრის...
იხილეთ სრულად
ღმრთისაკენ მიმავალი გზა ლოცვაა. თუ სული ცოდვისაგან განიკურნება, იგი მიილტვის ლოცვისაკენ, ცდილობს ლოცვით შეუერთდეს ღმერთს. ჩვენ თითქმის არ ვლოცულობთ, იშვიათად დავდივართ ტაძარში, სახლში ლოცვაც კი უსიამოვნო ტვირთად გვაწევს. ყველაფრისთვის გვაქვს დრო, გარდა ლოცვისა.
ვინც თავისი სხეულის სილამაზეზე ზრუნავს და დღეს მოდადქცეული სპორტული ვარჯიშებით აღწევს სასურველ შედეგს, დააკვირდით მათ, როგორ არ იშურებენ ძალასა და დროს, უზღუდავენ თავს საკვებს. მკურნალობისა და ორგანიზმის გაახალგაზრდავების ახალი ხე...
იხილეთ სრულად
ვინც თავისი სხეულის სილამაზეზე ზრუნავს და დღეს მოდადქცეული სპორტული ვარჯიშებით აღწევს სასურველ შედეგს, დააკვირდით მათ, როგორ არ იშურებენ ძალასა და დროს, უზღუდავენ თავს საკვებს. მკურნალობისა და ორგანიზმის გაახალგაზრდავების ახალი ხერხიც კი მოიგონეს – ხანგრძლივი შიმშილი. ყოველივე ამას აკეთებენ ხორციელი, ფიზიკური ჯანმრთელობისათვის, ანუ ხანმოკლე მიწიერი ცხოვრებისათვის. ჩვენ კი, ქრისტიანები, გამოსყიდულნი მარადიული სიკვდილისაგან უფლისა ჩვენისა იესო ქრის...
როგორ ვზრუანვთ ხორციელი ჯანმრთელობისათვის. სამკურნალო ბალახების შესახებ რაიმე წიგნს თუ მოვკარით თვალი, დავიმახსოვრებთ და სხვებსაც ვურჩევთ. სასულიერო ლიტერატურაში კი სულიერი სენის სამკურნალო რეცეპტის მოძებნა აზრადაც არ მოგვდის. რამ...
იხილეთ სრულად
როგორ ვზრუანვთ ხორციელი ჯანმრთელობისათვის. სამკურნალო ბალახების შესახებ რაიმე წიგნს თუ მოვკარით თვალი, დავიმახსოვრებთ და სხვებსაც ვურჩევთ. სასულიერო ლიტერატურაში კი სულიერი სენის სამკურნალო რეცეპტის მოძებნა აზრადაც არ მოგვდის. რამდენ თქვენგანს მიუმართავს მოძღვრისათვის რჩევის მისაღებად, თუ როგორ დავძლიოთ მავნე ჩვევები! თქვენ იტყვით, რომ ახლა ნაკლებობაა სასულიერო ლიტერატურისა და აღარც გამოცდილი სულიერი მამები არიან, მაგრამ შინ ხომ ყოველ თქვენგანს ა...